ფოთის ახლად გახსნილ თეატრში წყალი ჩავიდა

ფოთის ახლად გახსნილ თეატრში წყალი ჩავიდა

ძლიერი ნალექის გამო ფოთის თეატრში, წყალმა ინტერიერში რამდენიმე ადგილას შეაღწია, მათ შორის ფოიეში, სარეპეტიციო დარბაზში, სამხატვრო ოთახსა და სცენაზეც.

"ძალიან ძლიერი წვიმა იყო, რამდენიმე ადგილას ჩამოვიდა წყალი. ჩვენთვის ეს მოულოდნელი ფაქტი იყო", - აღნიშნა ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მღებრიშვილმა.

"რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა თეატრი და ვფიქრობ, ხარისხიანად უნდა შესრულებულიყო სამუშაოები", - აცხადებს ფოთის თეატრის მსახიობი ომგერ როხვაძე.

ადგილობრივ თვითმმართელობაში ამბობენ, რომ ვითარება მათთვის ცნობილია, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

"უხვი ნალექი მოვიდა, ასეთი ინტენსივობით ბოლო პერიოდში არ ყოფილა ფოთში, შესაბამისად, მივიღეთ ძალიან სავალალო მდგომარეობა. ადგილობრივ მთავრობაში შექმნილია კომისია, რომელიც ახლად აშენებულ შენობაში არსებულ ხარვეზებს სწავლობს და მათი გამოსწორება მშენებელ ფირმას საკუთარი ხარჯებით მოუწევს", - განაცახდა ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ თოდუამ.

ფოთის ახალი თეატრი 31 მაისს პომპეზურად გაიხსნა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. ფოთის თეატრი 9 წლის განმავლობაში შენდებოდა და ამისთვის 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები შპს "კუნძულმა" განახორციელა.

livepress.ge-ის ფოტოები

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა