ტუალეტის ქაღალდისგან დამზადებული საქორწილო კაბები

ტუალეტის ქაღალდისგან დამზადებული საქორწილო კაბები

აშშ-ში საუკეთესო საქორწილო კაბის გამოსავლენად უჩვეულო კონკურსი ჩატარდა. ღონისძიების უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა კაბა ტუალეტის ქაღალდისგან იყო დამზადებული.

დამსწრეთა შეფასებით, მონაწილეებმა ნამდვილი შედევრები წარადგინეს. კაბების შემქნელების თქმით, თითოეულ მოდელს მინიმუმ, 20 რულონი ქაღალდი, სკოტჩი, წებო და ძაფი დასჭირდა.

კონკურსის გამარჯვებული სიუზენ ბრენანი გახდა, რომლის კაბაც ულამაზესი რუშებით იყო გაფორმებული. მას 10 000 დოლარი გადაეცა. სუზენი ამ კონკურსის გამარჯვებულად ადრეც გამოაცხდეს.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1500-მა ადამიანმა გამოთქვა და შესარჩევ ტურში თითოეულმა კაბაც წარადგინა, თუმცა ფინალში მხოლოდ 10 მოდელიორი მოხვდა.

ტუალეტის ქაღალდისგან შექმნილი საქორწილო კაბების კონკურსი უკვე მეათედ ჩატარდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს