ჩაცხრილული სნაიპერი, დათვისგან დატორილი, მანიაკი და ბოევიკი - რა ხდება ქართველი მსახიობების თავს

ჩაცხრილული სნაიპერი, დათვისგან დატორილი, მანიაკი და ბოევიკი - რა ხდება ქართველი მსახიობების თავს

სიახლე ნამდვილად არ არის, რომ ქართველი მსახიობები კინოროლებით განებივრებულები არ არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის რამდენიმე მათგანი ამ მიმართულებით მაინც საქმიანობს: ზოგიერთმა უკვე დაასრულა კინოროლზე მუშაობა, ზოგი კი გადაღებისთვის ინტენსიურად ემზადება, ზოგიც გადასაღებ მოედანზე იმყოფება...

ამ მხირივ ყველაზე პროდუქტიული დავით ქაცარავა აღმოჩნდა, რომელიც პროფესიით სულაც არ არის მსახიობი, მაგრამ ფილმებში ინტენსიურად იწვევნ და არა მარტო ქართველი რეჟისორები, - სომხები, უკრაინელები, გერმანელები, აზერბაიჯანელები, ბულგარელები... უმეტესად ბოევიკის როლებს სთავაზობენ და მისთვისაც ეს ყველაფერი სასიამოვნო საქმიანობად იქცა:

დათო ქაცარავა:

- რამდენიმე დღის წინ, ჩემი მონაწილეობით, ფილმების ტელეპრემიერა ორ რუსულ არხზე შედგა. ერთს ჰქვია "სტრლელოკი" (მეორე ნაწილი), მეორეს - "ალპინისტი". ორივეს პროდიუსერი მიშა პოღოსოვია, რეჟისორი - არშო არუტუნიანი, ორივე ბოევიკი გახლავთ და მათში ერთ-ერთი მთავარი როლები ვითამაშე...

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ ფილმზე ("ოტელ") დავასრულე მუშაობა. საინტერესო ნამუშევარია. რომან მუშეკიანმა რუსული ბაზრისთვის გადაიღო. მასში რუსი მსახიობები და მე, ერთი ქართველი ვმონმონაწილეობთ. დეტექტიური ჟანრის ნამუშევარია, იქაც ერთ-ერთი მთავარი როლი მაქვს...

- ვიცი, რომ ოთარ შამათავასთანაც მუშაობდით...

- კი, ოთართან გადაღებას მოვრჩი. ძალიან საინტერესო უკრაინულ-ქართულ-გერმანულ-ბულგარული პროექტია. "ურსუსი" ჰქვია, რომელიც თბილისში, 90-იან წლებში სამოქალაქო ომის ეპიზოდებზე მოგვითხრობს. მთავარ როლში ნიკა თავაძეა. რამდენინე ნაწილიანი პროექტია. ერთ-ერთი მთავრი ნაწილი თბილისური ისტორიის ბლოკია და მასში ნიკასთან ერთად, ვმონაწილეობ. ფილმში მოთხრობილი იქნება არა მარტო თბილისური ამბები, არამედ უკრაინისა და გერმანიისაც... ოთარ შამათავასგან ისევ მქვს შემოთავაზებები, ერთ-ერთის გადაღება რამდენიმე დღეში დაიწყება. დეტექტიური ჟანრის ქართული პროდუქტი იქნება. ასევე, ველოდები ერთ-ერთი სურათის გადაღების სცენარსა და თარიღს - ჩვენმა პარტნიორებმა "სპრუტის" რიმეიქის უფლება მოიპოვეს. "სპრუტი" აქაურ რეალობასა და ყოფაზე იქნება მორგებული. ამასაც სომხები იღებენ. კიდევ "ოპერაცია ედელვაისს," 12-სერიიანი სატელევიზიო ფორმატის ფილმს დაიწყებენ, სადაც გერმანელი ოფიცერი უნდა ვიყო. ასევე ამერიკიდან მივიღე სცენარი - სომხური წარმოშობის პროდიუსერი შემეხმიანა...

მსახიობი მაკა შალიკაშვილი კი დავით ქაცარავას მიერ ნახსენებ ფილმში - "ურსუსი" მონაწილეობს:

- ეს არის ზაზა ბუაძის სცენარი, სავარაუდოდ, გადაღებები კიევში კიდევ უნდა მქონდეს, სადაც წინა ჯერზე ვიყავით. "ურსუსი" დათვია, რომელიც მთავრ როლშია. ეს ცხოველი გაწვრთნილია და ადამიანებთან ძალზე ინტეგრირებული. გადაღების დროს მასთან მიდიოდნენ, ეფერებოდნენ, სურათს იღებდნენ. "ნამორდნიკიც" არ ეკეთა. ადამიანივით ორ ფეხზე დადიოდა. მოშინაურებულივით ჰყავდათ... მაინც ვიკითხე, - ხომ არაფერს მიზამს-მეთქი? - არა, უნდა შეეგუო, მასთან სცენები გაქვს. სანამ გადღება დაიწყება, კონტაქტი დაამყარეო, - ასე მირჩიეს და დამამშვიდეს. მეც მივედი და სურთი გადავიღე და უეცრად ფეხში არ მეცა?! დამტორა და დამფხაჭნა - თათი ჩამომისვა... თავი კარგა ხანს არ დამანება. მისი პატრონი მთვრალი გახლდათ და სადღაც იყო გასული... მითხრეს, მოეწონე, შეუყვარდი და წაგეთამაშაო... დამტორა და წაგეთამაშაო, ხომ კარგია?!

თბილისში რომ ჩამოვედი, აცრები გავიკეთე... ძალიან მაგრად გადავრჩი. ახლაც მიჭირს იმის წარმოდგენა, რა შეიძლებოდა, დამმართნოდა.

- დათვთან რა სცენა გაქვს ფილმში?

- საბოლოო ჯამში ჩემი პერსონაჟი მას კლავს, რადგანაც კაცი ჰგონია, ცოტა გაფრენილი აქვს, "ბელაია გარიაჩკა" სჭირს...

"ნაღმი უნდა აფეთქდეს" - ასე ჰქვია ქართულ-ამერიკულ სურათს, რომელსაც კომპანია "სარკე" და მისი დამფუძნებელი, რეჟისორი ლევან ბახია იღებს. ფილმში მსახიობი კოტე თოლორდავას მთავრი როლი აქვს და გრანდიოზული ნახტომისთვის ემზადება. ფილმი ფსიქოლოგიური, მძაფრსიუჟეტიანია, უფრო საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება...

კოტე თოლორდავა:

- "უჟასების" ცქერა არასდროს მსიამოვნებდა, მაგრამ ამ ჟანრმა როგორც მსახიობი ახლა ძალიან დამაინტერესა. ფილმი ამერიკული ბაზრისთვისაა გამიზნული, პრემიერა ლოს-ანჯელესში იქნება. ჩემი პერსონაჟი თავიდან ბოლომდე უარყოფითია. ჰქვია ილია და არის ქართველი. ტურისტებს საშინელებებს უწყობს. მოკლედ, ამ როლის გასათავისებლად ყოველდღე როტვეილერთან ერთად სიარული დავიწყე, რომ ერთმანეთს შევეჩვიოთ.

ეს პერსონაჟი ჩემთან არც ერთი პარამეტრით ახლოს არ დგას, ფანტაცზიის დონეზეც კი ვერასდროს წარმოვიდგენდი მსგავს რამეს. ახლა კი ვიწყებ ამ როლის ტვინიდან შეცნობას და ფანტაზიორობას. გარეგნულადაც აბსოლუტურად სახეცვლილი ვიქიები. ილიას წვერიც სჭირდება და თამაც, ამიტომაც არის, უკვე არც ერთს ვიჭრი და ვისწორებ. მოკლედ, ჩემს იერსახეში დიდი სახეცვლილება იქნება... საოცარ ბუნებაში მცხოვრები მონადირე, მეფუტკრე, ადამიანებზე ზემოქმედებას ვახდენს. ისე, ფუტკრებთანაც ვიყავი, სკაში შესული. სპეციალური ტრენინგი მაგ მიმართულებითაც გავიარე.

ხოლო მსახიობი ზურა ნიჟარაძე ამჟამად ბელორუსში გადასაღებ მოედანზე იმყოფება. მას იქ ფილმში "პრერვანიე ვასპამინანია" იღებენ. რეჟისორი ელხან ჯაფაროვი გახლავთ. გადაღებები ჯერჯერობით ბელორუსიში მიმდინარეობს, თუმცა აზერბაიჯანშიც გადაინაცვლებს... ზურას ფილმში მთავარი როლი აქვს:

- ვარ სომეხი ჯარისკაცი და მქვია რანტიკა. საინტერესო როლია. მომწონს გადაღების პროცესი, მუშაობა მაღალ დონზე მიმდინარეობს, რეჟისორიდან დაწებული, კოსტიუმერით დამთავრებული, ყველა პროფესიონალია.

არასდროს ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, გადამღები ჯგუფი ცივ ნიავს არ მაკარებს, 3 ადამიანი მაინც დამდევს უკან და მეკითხება, - ხომ არაფერი გინდა? აქ უკვე ლამის ერთი თვეა ვიმყოფები. გადაღება 21 ივნისს დამთავრდება და მერე ბაქოში უნდა გაგრძელდეს, მაგრამ იქ აღარ მივემგზავრები... ფილმის პრემიერა გაისად, 9 მაისს არის დაგეგმილი, მეორე მსოფლიო ომის 70 წლისთავისთვის, რადგანაც პროექტი ომის თემას ეხმიანება. ჟანრობრივად დრამა გახლავთ.

მოდელი და რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე მართალია, პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ერთ ბოევიკში სამუშაოდ კი მიიწვიეს. ის სნაიპერია და გარშემო ყველას ხოცავს, თუმცა ბოლოს მის პერსონაჟს ერთ-ერთ ბარში მოამწყვდევენ და ჩაცხრილავენ...

გიორგი ნაზღაიძე:

- ჯერჯერობით გადაიღეს ფილმის თრეილერი. პროექტი ბოევიკია, მას ერთობლივად რამდენიმე ქვეყნის კინემატოგრაფისტები გადაიღებენ. იქნება არაჩვეულებრივი თანამედროვე ფილმი. ცუდი როლი მაქვს, მე ვარ კაცი, რომელიც ადამიენაბს ვერსვრი, ვხოცავ, ბოლოს კი ბარში მომამწყვდევენ, სადაც ჩამკლავენ.

- როგორ იგრძენი თავი ამ სიტუაციაში?

- ძალიან კომფორტულად. როლი მარტივად მოვირგე, ბევრი დუბლი არ დასჭირვებიათ...

- როგორ მოხვდი მაგ პტოექტში?

- მიმიწვიეს და ქასთინგი გავიარე. მოკლედ, დავიჯერე, რომ სნაიპერი ვარ, ჯარისკაცი, თან, ნამდვილი აღჭურვილობა მქონდა - ავტომატი, ჯავშანი... მართალია, იარაღში ტყვიები არ იყო, მაგრამ მაინც მეშინოდა. ძალიან მძიმე იყო ჯავშანიც... გადაღება ერთ-ერთ მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა...

- მოკლედ, სნაიპერის ტყავში შეძვერი...

- დიახ, თავიდან ბოლომე ასეთი განცდა მქონდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ