თამარ გვერდწითელი აშშ-ში ისტორიული კონცერტის ჩატარებისთვის დააჯილდოვეს

თამარ გვერდწითელი აშშ-ში ისტორიული კონცერტის ჩატარებისთვის დააჯილდოვეს

ცნობილ ქართველ მომღერალს, თამარ გვერდწითელს ქალაქ ნიუ-იორკის ხელმძღვანელობამ  "ისტორიული კონცერტის ჩატარებისთვის" სპეციალური ჯილდო გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერლის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ეს საპატიო საჩუქარი გვერდწითელმა პრესტიჟულ დარბაზში, Carnegie Hall-ში ანშლაგისა და ოვაციების ფონზე გამართული სოლო კონცერტის შემდეგ მიიღო.

თამარ გვერდწითელმა სიმღერები რამდენიმე ენაზე შეასრულა, მათ შორის ყველაზე მეტი სიმღერა ქართული იყო. "საქართველო", "ჰერიო ბიჭებო", "თბილისური ბალადა", "თბილისო", "ის აქ არის" და "არგო", -  ასეთი გახლდათ რეპერტუარი, რომლებსაც დაემატა სიმღერები ედიტ პიაფის, ელლა ფიცჯერალდის, მიშელ ლეგრანისა და ფრენკ სინატრას რეპერტუარებიდან.

კონცერტის დასრულების შემდეგ  თამარ გვერდწითელი ნახევარი საათის განმავლობაში ბისზე მღეროდა.

ნახეთ ვიდეო

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს

"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე

ნანი ბრეგვაძის საარქივო ფოტოები მისი ოფიციალური "ინსტაგრამგვერდიდან" - როგორ აღინიშნება დიდი მომღერლის 85 წლის იუბილე?