რამაზ საყვარელიძე - თუ "ოცნება" ილაპარაკებს, რომ შეცდომები არ დაუშვიათ, საპარლამენტო არჩევნებში უფრო მძიმე შედეგს მიიღებს

რამაზ საყვარელიძე - თუ "ოცნება" ილაპარაკებს, რომ შეცდომები არ დაუშვიათ, საპარლამენტო არჩევნებში უფრო მძიმე შედეგს მიიღებს

თუ "ქართული ოცნება" ილაპარაკებს, რომ შეცდომები არ დაუშვიათ, საპარლამენტო არჩევნებში კიდევ უფრო მძიმე შედეგს მიიღებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემების შეფასებისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს ის გაკვეთილი, რომელიც მიიღო.

"თუნდაც პირველ ტურში მოიგოს ნარმანიამ, "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს სერიოზული გაკვეთილი. "ქართული ოცნება" უნდა დაფიქრდეს, თუ რამ გამოიწვია საკმაოდ მკვეთრი ცვლილება საზოგადოებრივ აზრში, რა იყო ამის მიზეზები, სად დაუშვეს შეცდომები. ლაპარაკი, რომ შეცდომები არსად დაუშვიათ და ისე მიიღეს ეს სურათი, ალბათ თავის მოტყუება იქნება და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კიდევ უფრო მძიმე შედეგს მიიღებენ. რამდენჯერმე ითქვა, რომ ეს მოსამზადებელი ეტაპია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამ მოსამზადებელი ეტაპიდან რა დასკვნებს გააკეთებენ, რამდენად იქნებიან თვითკრიტიკულები, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ აწარმოებენ ბრძოლას იმ უფრო მთავარ არჩევნებზე", - აღნიშნა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ზეიმი არ იყო მიზანშეწონილი, მითუმეტეს იმ ორაზროვანი ეგზიტპოლების ფონზე, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი.

რაც შეეხება მეორე ტურს, როგორც საყვარელიძე ვარაუდობს, არ გამართლდება ჩვეული ვარიანტი, რომ მეორე ტურში ოპოზიციის შანსი იზრდება.

"ყველა პოლიტიკური სუბიექტი, მითუმეტეს ბურჯანაძის გუნდი, "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ არიან განწყობილი. შესაბამისად, მათი ელექტორატი მეორე ტურში უფრო მეტად ისევ ნარმანიას მისცემს ხმას, ვიდრე - მელიას. ჩვეული ვარიანტი, რომ მეორე ტურში ოპოზიციის შანსი იზრდება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციის სპეციფიურობის გამო ალბათ არ გამართლდება", - აღნიშნა საყვარელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა