რატომ დაშორდა ანი ჯაჯანიძე მეუღლეს

რატომ დაშორდა ანი ჯაჯანიძე მეუღლეს

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მონაწილე ანი ჯაჯანიძეს მართალია, პროექტში არც ერთხელ არ გაუმართლა, მაგრამ ბოლო დროს სხვადასხვა ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება ახალ მეწყვილე იაკობ ყუფუნიასთან ერთად. ანის საოჯახო ალბომი დავათვალიერეთ და გავიგეთ, რა გზა გაიარა წარმატების მიღწევამდე.

''არაქართული სისხლი ერთი წვეთიც არ მირევია''

- ბავშვობიდან მეუბნებიან, რომ გარეგნულად მამას ვგავარ. ჩვენი მსგავსება ბავშვობაში გადაღებულ ფოტოზეც აშკარაა.

- რა პროფესია აქვს მამას?

- ინჟინერია. მანქანების შეკეთება ეხერხება. კარგად ხატავს. მე რომ პატარა ვიყავი, დედა და მამა დაშორდნენ.

- მშობლებმა მეორე ოჯახი შექმნეს?

- მეორე ოჯახი არც ერთს არ შეუქმნია. დედისერთა ბავშვი ვარ და მივლიან, როგორც შეუძლიათ. დედა უკვე წლებია, საბერძნეთში - ათენში ცხოვრობს და ყველანაირად მეხმარება.

- მომდევნო ფოტოზე, როგორც მითხარი, დედასა და ნათესავთან ერთად ხარ. დედა რა პროფესიისაა?

- დედამ საქართველოსა და რუსეთში ქორეოგრაფიული სასწავლებლები დაამთავრა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქ ცხოვრება გართულდა, ბევრი პროფესია შეითავსა. მუშაობდა ბიბლიოთეკაში, იყო სტილისტი. ბავშვობიდან ძალიან ლამაზ ვარცხნილობებს მიკეთებდა. მუშაობდა ქორეოგრაფიულ სასწავლებლებში.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება