"მოვლენა, რომელმაც ევროპა შეძრა" - მალე საქართველოში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი ფრესკების ასლებს ჩამოიტანენ

"მოვლენა, რომელმაც ევროპა შეძრა" - მალე საქართველოში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი ფრესკების ასლებს ჩამოიტანენ

მალე საქართველოში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი ფრესკების ასლებს ჩამოიტანენ. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კოკო გამსახურდია წერს.

"ქეთევან დედოფლის წამება, ასახული ლისაბონის მონასტრის კედელზე, ისეთ მოვლენათა რიგს განეკუთვნება, რომელმაც ევროპა შესძრა. შაჰ-აბას პირველი, რომელსაც თავისმა ხალხმა და მეისტორიებმა უდიდესი წარმატებების გამო სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში "ქაბირი" ანუ "დიადი" უწოდეს, ევროპის სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრებოდა ერთ ხანს. ასევე ცნობილია ამ მმართველის დამოკიდებულება საქართველოს ერთ-ერთ სამეფოსთან - ქართლ-კახეთთან მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეთა მიჯნაზე: ისფაჰანი არ ფიქრობდა ოდესმე შეგუებოდა მის დამოუკიდებლობას, დღის წესრიგში იდგა ქვეყნის იძულებითი მუსლიმიზაცია-შიიტიზაცია და ფაქტობრივად ბიბლიური ნაბუქადნეზარის აქტის განხორციელება, რაც ქართველთა მასობრივ დეპორტაციას გულისხმობდა ირანში. დაშლილი საქართველოს სამეფოთა თუ სამთავროთა მმართველების, დედოფლების, უფლისწულების და თავადების პოლიტიკა ირანთან მიმართებაში მერყეობდა შეურიგებლობიდან პოლიტიკურ პრაგმატიზმამდე, პრაგმატიზმიდან კი ოპორტუნიზმამდე, რაც სრულ ირანიზაციას და გამუსლიმებას გულისხმობდა.

როგორც ირკვევა, მძევლად მყოფ ქეთევან დედოფალს შეეძლო წლების მანძილზე ისე ეცხოვრა ირანში, რომ თავის სარწმუნოებაზე დარჩენილიყო. მაგრამ გარკვეულ მომენტში შაჰმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, გამუსლიმებულ ქართველებთან ურთიერთობისას, რომლებიც მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდნენ ირანში. როდესაც შაჰი ეკითხებოდა მათ, თუ რატომ რჩებოდნენ მათი დედები ქრისტიანობაზე, ისინი პასუხობდნენ, ქეთევან დედოფლის გამო რჩებიანო ასეთებად, მას ხათრს ვერ უტეხავენო.

ქეთევანს შეეძლო შაჰის ულტიმატუმი გარეგნულად მიეღო, მერე კახეთს დაბრუნებულიყო და კვლავ განეგრძო ქრისტიანად ყოფნა, მაგრამ ასეთი სიცოცხლე უკვე ნაზრახი იქნებოდა მისთვის. წამხედურა, დამპყრობლის ძლიერებით აღტაცებული ქართველების დიდი მასა კი უპირობოდ გადადიოდა შიიტურ ისლამზე.

ქეთევანის წამებამ შესძრა საქართველო, ირანი და ევროპა. მისი ქმედება უდიდეს მორალურ ძალად იქცა, რომელმაც განაპირობა ქართველთა ერთიანობა. მარტყოფისა და მარაბდის ველები არიან ამისი მომსწრენი, სადაც ირანის სამხედრო ძლიერება დაიმსხვრა.

დიდი მადლობა მამუკა ხაზარაძეს ამისთვის", - წერს გამსახურდია.

თინა ხიდაშელის ფოტოები

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია