"ეს აღნიშვნა 220 დოლარი დაჯდა, ტეხავს, როცა პარლამენტარი იტყუება" - შამპანურის თემა გრძელდება

"ეს აღნიშვნა 220 დოლარი დაჯდა, ტეხავს, როცა პარლამენტარი იტყუება" - შამპანურის თემა გრძელდება

ძვირადღირებული შამპანურის თემა, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ნარმანიას არარსებული გამარჯვება "დაასველა", სოციალურ ქსელებში ატუალობას არ კარგავს. როგორც ინტერნეტში გამოქვეყნებული პოსტებიდან ირკვევა, აღნიშნული შამპანური სინამდვილეში არც ისეთი ძვირი ღირს, როგორც ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ დაწერა.

აი, რას წერს სოციალურ ქსელში თავის გვერდზე საფრანგეთში მოღვაწე მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე:

"სისულელეების წერას თავი დაანებეთ, თითქოს ოცნებამ თავისი გამარჯვება 400 დოლარიანი შამპანურით აღნიშნა, ეს შამპანიური ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდება და შატო მუხრანზე ოდნავ ძვირი ღირს - მისი ფასი 25 ევროდან იწყება:) 400 დოლარი 6 ლიტრიანი მაგნუმი ღირს:) შეცდომა უფრო იმაშია, რომ როგორც ჩანს, ქართველოს პოლიტიკოსებს პატრიოტული ეკონომიკის ცნება ჯერ არ გაუგიათ - ასეთ ფოტოზე ყოველთვის ჯობია საკუთარი ქვეყნის წარმოების პროდუქცია ჩანდეს".

შამპანურის თემამ გაამხიარულა ჟუნალისტი ეკა კვესიტაძე, რომელმაც გოგა ხაჩიძის პოსტი გაიზიარა და კინოკრიტიკოს გოგი გვახარიას კედელზე დაწერა:

"ძვირიანი შამპანური ყვარებიათ, შენ კიდევ ანტრეს ღვინოს ვერ გაცდი :)) Gogi Gvakharia"

პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

იკა ლობ: 379 დოლარი 3 ლიტრიანი ბოთლი ღირს. ჩვეულებრივი, 750 მილილიტრი (სურათში ნაჩვენები) 55 დოლარი ღირს თითო. შესაბამისად ეს აღნიშვნა დაახლოებით 220 დოლარი დაჯდა, და არა 1600 დოლარი.

გოგი გვახარია: თავის ტკივილი იცის მაგან და არითმეტიკული შეცდომები:)

შოთა უტიაშვილი: თუ სამლიტრიანი 379 დოლარი, ღირს, მაშინ რატო ღირს მაგის მეოთხედი 55? ცოტა უცნაური არ არი?

ეკა კვესიტაძე: :)))

იაკობ კვატაშიძე: უკაცრავად მაგრამ, მე მგონი, მაგრა ტეხავს როცა პარლამენტარი მიზანმიმართულად იტყუება.

ცოტნე გამსახურდია ეკა კვესიტაძეს: სამაგიეროდ მიშიკო & კო ცხოვრობდა ასკეტურად... ნაციონალებს რომ ტუფტაზე ზეიმი და პომპეზურობა გაუკვირდებათ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს