"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის #57-ე უბანზე მომხდარი შემთხვევის სრულ ჩანაწერს ასაჯაროებს

"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის #57-ე უბანზე მომხდარი შემთხვევის სრულ ჩანაწერს ასაჯაროებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის #57-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი შემთხვევის სრულ ჩანაწერს ასაჯაროებს. როგორც გოკა გაბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უწყვეტ, 49-წუთიან მასალაში ასახულია ზუსტად ის, რაც საზოგადოებამ 9-წუთიან ვიდეოზე ნახა. კერძოდ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ადგილობრივი შიხიაშვილის" ნათესავი ხმებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აყალბებს.

"მინდა გამოვეხმაურო ჩვენი "დეპოლიტიზირებული" შს სამინისტროს ერთ-ერთ სამარცხვინო ბრიფინგს. საქმე ისევ და ისევ მარნეულს ეხება, სადაც ხელისუფლებამ და "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები ტოტალურად გააყალბა. შს სამინისტრომ რამდენიმედღიანი კვლევის შემდეგ, ბრიფინგზე ყურადღება დამკვირვებელზე გაამახვილა, რომელიც დამნაშავე ყოფილა იმაში, რომ რამდენიმე წუთით უბნიდან გავიდა და შემოვიდა, გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ჩანაწერი, რომელიც მათ აქვთ, უწყვეტი არ არის. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, რა უყვეს საკუთარ აქტივისტს, ადგილობრივი შიხიაშვილის ნათესავს, რომელიც ბიულეტენებს ყრიდა ყუთში და არჩევნებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აყალბებდა. მინდა წარმოგიდგინოთ მარნეულის #57-ე საარჩევნო უბნის სამი ბიულეტენი, სადაც ასიოდე ხმით "ქართული ოცნება" ლიდერობს და დავსვა კითხვა, ვის სასარგებლოდ ყალბდებოდა ამ უბნებზე არჩევნები?! მინდა გკითხოთ, როგორ გგონიათ, 109 ბათილ ბიულეტენში, ვისი მომხრეების ხმებია გაბათილებული?! იმ ათეულობით ბიულეტენით, რომელსაც კომისია ყუთში ყრიდა, ვისი ხმები იყრებოდა?! – რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების". "ქართულმა ოცნებამ" ამ უბანზე მოახდინა ტოტალური გაყალბება. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვუთხრა, ნუ დაკარგავს დროს მეორეხარისხოვან საკითხებზე. მინდა დავარწმუნო, რომ სრულ ჩანაწერში გაყალბების ზუსტად იგივე სურათს ნახავენ, რაც ნახეს 9-წუთიანში", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

გაბაშვილი შსს-ს ურჩევს, გაშიფრონ და თარგმნონ საუბარი, რომელიც ვიდეოზეა ასახული.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა