"ეს არის დედობრივ მზრუნველობასთან დაკავშირებული" - ნარმანია არჩევნებზე დედამისის ქმედებებს აფასებს

"ეს არის დედობრივ მზრუნველობასთან დაკავშირებული" - ნარმანია არჩევნებზე დედამისის ქმედებებს აფასებს

კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი დედის მიერ განხორციელებულ ქმედებებს "დედობრივ მზრუნველობას" უკავშირებს. როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის შორს არის იმ აზრისგან, რომ დედამისი კანონმდებლობას არღვევდა.

"ის ცალკეული ქმედება, რაც მისი მხრიდან იყო განხორციელებული, არის დედობრივ მზრუნველობასთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ და მხოლოდ და კანონმდებლობის რაიმე სახის დარღვევასთან და გადაცდომასთან, დარწმუნებული ვარ, ადგილი არ აქვს, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა არჩევნების მეორე ტურს დედამისი, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ის კომისიის წევრია და როგორც კომისიის წევრი, თავად გადაწყვეტს, დაესწრება თუ არა არჩევნების მეორე ტურს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი იყო თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა, რომელიც ამომრჩეველს მისთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვას აიძულებდა.

პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ვიდეოკადრები წარმოადგინა და როგორც განმარტა, დამკვირვებლების მიერ გადაღებული მასალა სწორედ ამ ფაქტს ასახავს.

"მასალა ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში #97 საარჩევნო უბანზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს ასახავს. სწორედ ამ სოფლიდან არის დავით ნარმანია. აღნიშნულ უბანზე კომისიის წევრად იყო მისი დედა, ქალბატონი ნორა. კადრები, რომელიც დამკვირვებლებმა გადაიღეს, აშკარად აჩვენებს, თუ როგორ ახდენს იგი ამომრჩეველზე ზეწოლას და აიძულებს ამომრჩევლებს, მათ ბიულეტენები უჩვენოს, სადაც ქალბატონი ნორასთვის სასურველი ნომერია შემოხაზული", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა