მაშველები მდინარე ალაზანში 11 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება , სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი 15 წლის მეგობართან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, როდესაც ის მდინარემ გაიტაცა.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. 11 წლის მოზარდს მყვინთავები ამ დრომდე ეძებენ.