რა დაუჯდა სააკაშვილს კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლა - მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტი

რა დაუჯდა სააკაშვილს კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლა - მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტი

ამ უნივერსიტეტებში მოხვედრა ადვილი არ არის, სწავლა კი უფრო რთულია.

მსოფლიოს 7 ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის სიაში, ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია კემბრიჯს უკავია. ამ უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია.

1. კემბრიჯის უნივერსიტეტი

მეორე უძველესი უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის შემდეგ, რომელიც მუდმივად ლიდერობს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. კემბრიჯის ყველაზე პირველი კოლეჯი 1284 წელს გაიხსნა, დღესდღეობით კი მათი რიცხვი 31-ს შეადგენს. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უამრავი რესტორანი და წიგნის მაღაზიაა. სწავლების საფასური კი დაახლოებით 14000$ წელიწადში.

2. ჰარვარდის უნივერისტეტი

ჰარვარდში სწავლა წელიწადში 40000$ დოლარი ჯდება. ის

აშშ-ს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია, რომელიც განთვსებულია ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტის შტატში.

ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა ამერიკის რვა პრეზიდენტმა და ოცდაათმა ნობელის პრემიის ლაურეატმა. უნივერსიტეტის მთავარი ფერია - ბორდოსფერი, რომლითაც შეღებილია შენობების უმეტესობა სტუდქალაქში. ბიბლიოთეკები, ადმინისტრაციული შენობები და პირველკურსელთა საერთო საცხოვრებელი განთავსებულია უზარმაზარ ჰარვარდის პარკში, ხოლო ცნობილი ჰარვარდის ბიზნესსკოლა და სტადიონი, სადაც უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი თამაშობს, განთვსებულია მეზობელ ქალაქ ოლსტონში.

3. პრინსტონის უნივერსიტეტი

პრინსტონის უნივერსიტეტი შედის ცნობილი "აივი ლიგის" ასოციაციაში, რომელშიც გაერთიანებულია აშშ-ს 8 უნივერსიტეტი. აქ მოხვედრა ძალიან რთულია. უნივერსიტეტში მიიღებიან მხოლოდ 8-10 პროცენტი იმ აბიტურიენტებისა, რომლებსაც ჩარიცხვის შესახებ განცხადება შეიტანეს.

სწავლების საფასური: დაახლოებით $37 000 წელიწადში.

4. კოლუმბიის უნივერსიტეტი

იგი კუნძულ მანჰეტენზე ნიუ-ორკში, 6 კვარტლის მაძილზე მდებარეობს და აქ სწავლა წელიწადში 45000$ ჯდება. კოლუმბიის უნივერსიტეტის ელიტარულობაზე ისიც მეტყველებს, რომ კურსდამთავრებულთა სიაში შედის - აშშ-ს 3 პრეზიდენტი, ორი ათეული მილიარდერი და 25 მფლობელი ოსკარის ქანდაკებისა.

ცნობილი კურსდამთავრებულები: ფრანკლინ დელანო რუზველტი, უორენ ბაფეტი, ჯერომ სელინჯერი, ბარაკ ობამა, კეტრინ ბიგელოუ, მიხეილ სააკაშვილი.

სწორედ ამ უნივერისტეტში გამოიგონეს პირველი FM-რადიო და facebook-ის წინამორბედი - CampusNetwork.

იხილეთ ვრცლად

იხილეთ ასევე: ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია