"პარლამენტარებო, ლესბოსელი ქალებიც იქნებიან და თქვენს ცოლებსაც მოემსახურებიან" - "ჩემი საბნის ნაკეცი" და გეი ასოციაციები

"პარლამენტარებო, ლესბოსელი ქალებიც იქნებიან და თქვენს ცოლებსაც მოემსახურებიან" - "ჩემი საბნის ნაკეცი" და გეი ასოციაციები

საქართველოს პარლამენტარებო, მთავრობის წევრებო, გთხოვთ ოჯახით დაესწროთ ამ ფილმის ჩვენებას. თქვენ უნდა გიმადლოდნენ ესენი, ასე რომ გაპარპაშდნენ. არ დაგავიწყდეთ ბუსუსებიანი პრეზერვატივები აკრძალულია, უბრალოები წაიღეთ. ისე ლესბოსელი ქალებიც იქნებიან და თქვენს ცოლებსაც მოემსახურებიან. ჯერ ამ ფილმის გადამღების, მერე მსახიობების, მერე კიდევ თქვენი დედაც, ვინც ამათ მწვანე აუნთო"...

ასეთი აგრესიული კომენტარები გავრცელდა სოციალურ ქსელში ზაზა რუსაძის ფილმთან -"ჩემი საბნის ნაკეცი" დაკავშირებით...

თუ რამ გამოიწვია აჟიოტაჟი, ამის შესახებ ფილმის რეჟიოსრს – ზაზა რუსაძეს ვესაუბრეთ:

- ეჭვი მეპარება, რომ ფილმი ნანახი ჰქონდეთ იმ ხალხს, რომლებიც ასეთ კომენტარებს წერენ. ყველაზე სწორი იქნება, ამ ადამიანებმა თავად ნახონ ფილმი და თუ დაასკვნიან, რომ გეი-ფილმია და ჰომოსექსუალიზმის თემას ეხება, მაშინ მათი რეაქცია აბსოლუტურად ნორმალურად ჩაითვლება... ხელოვნება ის სივრცეა, რომელიც არ კონტროლდება და სწორედ ამ უკონტროლო სივრცის ეშინიათ ალბათ ამ ადამიანებს.

- კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება... რატომ მოიხსენიებს ხალხი ამ ფილმს, როგორც "გეი ფილმს"?

- ალბათ იმიტომ რომ პლაკატზე ორი ბიჭია, რომელიც სახეებით ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ეჭვები იმ შიშმა გამოიწვია, რომელიც საერთოდ ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს ჰომოსექსუალიზმის თემასთან მიმართებაში.

- იმის თქმა გსურთ რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ჰომოფობი ცხოვრობს?

- არა მხოლოდ ჰომოფობი, არამედ აქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არანორმალურად ეშინია განსხვავებებისა. მშიშარა ადამიანებისგან ჩნდება ხოლმე ამხელა სიძულვილი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ფილმის თრეილერი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება