13 წლის ბიჭს 6 წლის გოგონაზე ძალადობას აბრალებენ - გაუპატიურების მცდელობა ბაღდათში

13 წლის ბიჭს 6 წლის გოგონაზე ძალადობას აბრალებენ - გაუპატიურების მცდელობა ბაღდათში

გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდათის რაიონის სოფელ საიმედოში, არასრულწლოვანმა ბიჭმა თანასოფლელი 6 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მევლუდ კიკნაველიძის ცნობით, შემთხევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.

"შემთხვევა სოფელ საიმედოში ერთი კვირის წინ მოხდა. ბიჭმა თანასოფლელი გოგოს გაუპატიურება სცადა. ბიჭი 13 წლისაა, ხოლო გოგონა 6 წლის. გოგონასთვის ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, მისი გაუპატიურება არ დასტურდება", - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას მევლუდ კიკნაველიძე.

თანასოფლელები 13 წლის ბიჭის ოჯახის სოფელ საიმედოდან გასახლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა