71 წლის ცოლმა 80 წლის ქმარს პენისი მოაჭრა და მისგან სადილი მოამზადა

71 წლის ცოლმა 80 წლის ქმარს პენისი მოაჭრა და მისგან სადილი მოამზადა

საფრანგეთში პოლიციამ 71 წლის პენსიონერი დააპატიმრა - მას მეუღლის მკვლელობა ედება ბრალად.

დამნაშავეს უკვე უწოდეს "ქალი ჰანიბალ ლექტერი" - მან 80 წლის მეუღლე მოკლა, შემდეგ კი მისი გული, ცხვირი და სასქესო ორგანო მოხარშა. ქალმა ქმარი ჯერ სასიკვდილოდ ხელკეტით ცემა, შემდეგ კი ორგანოები მოაჭრა და სადილი მოიმზადა.

"დამნაშავემ გარდაცვლილის გულისგან, ცხვირისგან და პენისისგან სადილი მოამზადა, თუმცა არ ვიცით, შეჭამა თუ არა", - ამბობენ პოლიციაში.

ქალის ადვოკატი, კაროლინა დეპრეზი ირწმუნება, რომ მისი კლიენტი ბოდვითაა შეპყრობილი. დამნაშავე ჯერჯერობით ციხის ფსიქიატრიულ განყოფილებაში იმყოფება; ექიმები მასზე დაკვირვებას აწარმოებენ, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს