წლის მუსიკალური ფესტივალები, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

წლის მუსიკალური ფესტივალები, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

Glastonbury Festival - ინგლისი

ფესტივალზე მუსიკალური ნაწილის გარდა, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი, მათ შორის ბავშვებისთვის. წელს ფესტივალზე სხვებთან ერთად დაუკრავს Arcade Fire, Kasabian და Doly Parton.

თარიღი: 25-29 ივნისი.

Roskilde Festival - დანია

ერთკვირიანი მუსიკალური ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მთელს ჩრდილოეთ ევროპაში. ეს მასშტაბური მოვლენა აუცილებელი პუნქტია ჭეშმარიტი მელომანის პროგრამაში. მით უმეტეს, რომ წელს ფესტივალის ჰედლაინერი ლეგენდარული Rolling Stones იქნება.

თარიღი: 29 ივნისი - 6 ივლისი

Open’er Festival - პოლონეთი

ფესტივალი, როგორც წესი, თითქმის ყველა ჟანრის მოყვარულებს კრებს - დაწყებული ელექტრონული და პოპ მუსიკით და დამთავრებული როკითა და რეგით. 

თარიღი: 2 - 5 ივლისი

Eurockеennes Festival - საფრანგეთი

ბელფორტის რაიონში ღია ცის ქვეშ გამართული ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მთელს ევროპაში. ფესტივალზე, არაკომერციული და დამოუკიდებელი მუსიკოსების გამოსვლა 3 დღის განმავლობაში გრძელდება.

თარიღი: 4-6 ივლისი

Exit Festival- სერბეთი

ფესტივალის ისტორია 2000 წელს იწყება. ყოველწლიურად ფესტივალზე 200 000 მუსიკის მოყვარული  იკრიბება. პირველ ყოვლისა, მათ ჰედლაინერების მრავალფეროვანი სია იზიდავთ.

თარიღი: 10-13 ივლისი

Festival Internacional de Benicassim - ესპანეთი

ეს არის ოთხდღიანი საერთაშორისო ფესტივალი. წელს ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან ბრიტანული ჯგუფი Kasabian, შოტლანდიელი მომღერალი Paolo Nutini და ალბათ ყველასთვის ცნობილი Lily Allen.

თარიღი: 17-20 ივლისი

Outside Lands Music and Arts Festival - აშშ

მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი პირველად 2008 წელს ჩატარდა. ის ყოველწლიურად სან-ფრანცისკოში Golden Gate Park-ში ტარდება.

თარიღი: 8-10 აგვისტო

Sziget Festival - უნგრეთი

წელს უნგრული ფოლკლორისა და თანამედროვე ევროპული მუსიკის მოყვარულები კვლავ ბუდაპეშტში შეიკრიბებიან. წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან Queens of the Stone Age, Placebo, Lily Allen და Macklemore.

თარიღი: 11-18 აგვისტო

Kazantip - საქართველო

კლუბური კულტურის საერთაშორისო ყოველწლიური ფესტივალი წელს ანაკლიაში ჩატარდება. ტრადიციულად ფესტივალზე 10 საცეკვაო მოედანი, 30 ბარი, კინოდარბაზები და სხვა გასართობი საშუალებებია მოწყობილი. წელს ფესტივალი  ანაკლიაში ჩატარდება - წერს fresher.ru.

თარიღი: 20-30 აგვისტო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს