"თელასმა" პროფილაქტიკური სამუშაოები შეაჩერა

"თელასმა" პროფილაქტიკური სამუშაოები შეაჩერა

სააქციო საზოგადოება "თელასი" არჩევნებისა და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამო, პროფილაქტიკურ სამუშაოებს წყვეტს.

როგორც ჟურნალისტებს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ განუცხადა, პროფილაქტიკური სამუშაოები არჩევნების შემდეგ განახლდება. მისი თქმით, თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

"სამწუხარო და უსაფუძვლოა აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა. უარვყოფთ ყოველგვარ ჭორს დედაქალაქში ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ. ამასთან, ვითვალისწინებთ საზოგადოებრივ ინტერესს მიმდინარე ადგილობრივი არჩევნების, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმართ და მივიღეთ გადაწყვეტილება, პროფილაქტიკური სამუშაოები დავიწყოთ არჩევნების დასრულების შემდეგ. ეს იქნება უმნიშვნელო სამუშაოები და უარყოფითად არ აისახება დედაქალაქის ელექტრომომარაგებაზე", - განაცხადა ფანცულაიამ.

მისივე თქმით, "თელასის" მიერ ჩასატარებელი სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოები ითვალისწინებს უმნიშვნელო, მხოლოდ ლოკალურ, ერთდროულად ერთი ან ორი ქუჩის რამდენიმე საათით გამორთვას. ფანცულაიას ინფორმაციით, ეს არის სადისტრიბუციო კომპანიის უპირობო ვალდებულება, რათა ელექტროგამანაწილებელი ქსელი მუდმივად უსაფრთხო და საიმედო მდგომარეობაში შენარჩუნდეს. ფანცულაიას თქმით, "თელასი" მოსახლეობას ყოველთვის აწვდის ინფორმაციას.

"თელასს" პროფილაქტიკური სამუშაოები 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჰქონდა დაგეგმილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია