"ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანებს ვჯირყვნი" - "ბიძინა ივანიშვილი" "მოულოდნელი კითხვების" სამიზნე გახდა

"ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანებს ვჯირყვნი" - "ბიძინა ივანიშვილი" "მოულოდნელი კითხვების" სამიზნე გახდა

ბიძინა ივანიშვილის იმიტატორს, ნიკა კაკაბაძეს მაშინ დავუკავშირდი, როდესაც მიხელ სააკაშვილის პაროდისტს, ქართლოს ნატროშვილს მანქანაში ეჯდა. როგორც ქართლოსმა, ექსპრეზიდენტის ხმით სიცილით მითხრა, - "ბიძინა" დვანში მიმყავს. როგორც სურამის ციხეში ჩააყოლეს ადამიანი, ესეც მავთულხლართებში უნდა ჩავაყოლოო...

მოკლედ, ნიკა კაკაბაძე ბლიც-სერიის, "მოულოდნელი კითხვების" მორიგი რესპონდენტი გახდა და ყველა კითხვას, ბიძინა ივანიშვილის ხმით უპასუხა...

- სად ხართ ახლა?

- ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მანქანაში ვზივარ და დვანში მივდივარ, რომ რუს ოკუპანტებს ჩვენი ტერიტორია გამოვტაცოთ.

- როგორ ხართ?

- "გადასარევად", როგორ შეიძლება ექსპრეზიდენტის მანქანაში თავი კარგად ვიგრძნო? წარმოიდგინეთ, სიცრუის მანქანით დვანში მივდივარ...

- სამოქლაქო სექტორში როგორ გრძნობთ თავს?

- რა თქმა უნდა, კარგად, სიმშვიდეა ქვეყანაში და ამიტომ, სიმშვიდეა აქაც...

- სამოქალაქო სექტორში რომ გადაინაცვლეთ, ეს თქვენგან სწორი გადაწყვეტილება იყო?

- კი, კი, წელს ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი იწყებოდა და დავისვენე... ფეხბურთს მშვიდად ვუყურებ.

- რომელი გუნდის ფანი ხართ?

- გერმანიის, საფრანგეთში რომ ვცხოვრობდი, იქიდან გერმანია უკეთესად ჩანდა და მეტად ვაფასებდი, ასე გავხდი გერმანიის გულშემატკივარი...

- როგორ გგონიათ, იმედებს გაგიმართლებთ გერმანიის ნაკრები?

- ჯერჯერობით მიმართლებს. ისე, თავიდან საქართველოს ნაკრების ფანი ვიყავი...

- მართალია, სქართველოს ნაკრების თამაში სანახავი არ არის...

- ერთი კალაძე ჰყავდა გუნდს და ისიც ენერგეტიკაში წამოვიყვანე. აბა, იქ რას გააკეთებდა? ვერაფერს...

- მერე თქვენი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ხართ?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერჯერობით მსოფლიოს ჩემპიონატის ყურებისას შუქი მაქვს, ე.ი. კარგი ვქენი...

- წონასაწორებიდან რას გამოყავხართ?

- მდგომარეობიდან გამოვდივარ, თუ ფეხბურთის ყურებისას შუქი წავიდა. მერე სიბნელეში ბოდიალს დავიწყებ და გზას ვეღარ გავაგნებ... თან, დიდი სახლი და ფართო ოთახები ხომ მაქვს, და...

- რა არის ბედნიერება?

- გააჩნია რა გაინტერესებთ, - ბედნიერება ჩემთვის რა არის, ის გინდა გაიგოთ, თუ საზოგადოდ?

- პირადად თქვენთვის რა არის?

- ბედნიერებაა - სამოქალაქო სექტორში ყოფნა.

- დაცულად და მშვიდად გრძნობთ თავს?

- ყველგან დაცულად ვგრძნობ თავს, მაგრამ მაინც არავინ რომ არ გაწუხებს, ეს განსაკუთრებული განცდაა. ადრე მოდიოდნენ და ფულს მთხოვდნენ, ახლა ვეღარ მთხოვენ...

- ექსტრემალურ სიტუაციაში როგორ მოქმედებთ?

- ეს ალბათ, ჟურნალისტებმა უკეთ იცით...

- თქვენ როგორ გგონიათ?

- ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანებს ვჯირყვნი ხოლმე... ეს იდეალური გამოსავალია.

- რა არის ბანგი?

- ეგ არის გაბრუებული რომ ხარ, ის.

- ძილის მომგვრელი საშუალებაა...

- ჰო, ვიცი...…

- ხშირად გიწევთ მისი მიღება?

- მე "ციტრამონს" ვსვამ და ის მაძინებს.

- აქამდე ვიცოდი, რომ ეგ წამალი ტკივილგამაყუჩებელი იყო.

- ჰო, მიშას თავის ტკივილს უყუჩებს, მე - მაძინებს, ორივეზე განსხვავებულად მოქმედებს...

- ისევ 10 საათზე იძინებთ?

- არა, ახლა 11-ის 5 წუთზე, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი რომ დაიწყება, პატარას თვალს შევავლებ და მერე ვიძინებ.

- მიჯირყვნა, ჩასრულება, ჩაკითხვა - ამ სიტყვებს რა აერთიანებს?

- ამ სიტვებს მე ვაერთიანებ!

- მე გკითხეთ, რა აერთიანებს-მეთქი?

- ყველაფერი ჟურნალისტებისთვის არის განკუთვნილი და მეორე - კაციშვილმა არ იცის, რას ნიშნავს...

- ლექსებს ხშირად კითხულობთ?

- რასაკვირველია, ხშირად ვკითხულობ. ისე, ჩემი პოეზია მაქვს და ის უფრო მიზიდავს.

- არ ვიცოდი, ლექსებსაც თუ წერდით...

- ლექსებს ვინ არ წერს, რას ამბობთ? მერე ახლა სამოქალაქო სექტორში ლექსი იწერება, გაგიჟდებით. ვასო ფხაკაძის პოეზიაზე ვგიჟდები... მთხოვა, დამიბეჭდეო და ცოტა ხანში ავუსრულებ ოცნებას, მაგრამ იმ წიგნში ჩემს რამდენიმე ლექსსაც შევიტან...

- ახლა რა ლექსს წაიკითხავთ?

- "თვითონ მეფენი უძლეველნი, რომელთ უმაღლეს... არც ვინცა არის"... არ იცით, ეს ჩემი დაწერილია...

- ბოდიში, მაგრამ მაგ ლექსის ვერაფერი გავიგე...

- ჰო, ცოტა ბუნდოვანი პოეზიაა.

- ახალ ანეკდოტს ხომ არ გვეტყოდით?

- სექტორში ანეკდოტების იშვიათობას განვიცდი.

- მახსოვს, ადრე ჰყვებოდით...

- პოლიტიკას სჭირდებოდა...

- ყოველთვის ესმით თქვენი?

- გააჩნია, ვის. მიშას ყოველთვის ესმის, მაგრამ მერე პირიქით აკეთებს ყველაფერს.

- დღის უმეტეს ნაწილს რას უთმობთ?

- დილას 6 საათზე ვდგები, ვვარჯიშობ და მერე სააკაშვილს ვურეკავ და საღამოს 6 საათამდე ვლანძღავ...

- პინგვინი როგორი ფრინველია?

- როგორც ირაკლი იტყოდა, სენსიტიურია, მგრძნობიარე.

- ვინ ირაკლის გულისხმობთ?

- ღარიბაშვილს. არ იცით ირაკლი?

- თქვენს "აქილევსის ქუსლად" რას მიიჩნევთ?

- არ მაქვს ასეთი ქუსლი.

- რაზე ოცნებობთ?

- საქართველოს დაფრთიანებაზე.

- საქრთველო გაბრწყინდება?

- საქართველო ჩაბრწყინება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება