სოფელ რუსთავში "ნაციონალების" გამარჯვებას გლეხების ნათესები ეწირება

სოფელ რუსთავში "ნაციონალების" გამარჯვებას გლეხების ნათესები ეწირება

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მოსახლეობას ნათესები უხმება. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სოფელში არსებული ორი წყლის საქაჩი სადგური აღარ ირთვება. ადგილობრივები "ოცნებას" პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო, წყალსაქაჩის დაკეტვაში ადანაშაულებენ.

"ხმები რომ დათვალეს, საარჩევნო უბნის ეზოში ვიყავით შეკრებილები. როგორც კი შედეგები გაირკვა, ალბათ "ოცნების" წარმომადგენელი იყო ვიღაცა, მობრუნდა და მოგვაძახა: ახლა დენი და წყალი ბექაურმა და იაკობაძემ ჩაგირთოთო, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა" , - ამბობს ადგილობრივი ჯემალ კახაძე.

ბესიკ ბექაური და ჯემალ იაკობაძე 15 ივნისის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიატები იყვნენ და სოფელში ხმების უმრავლესობა დააგროვეს. რუსთავში "ნაციონალური მოძრაობა" პროპორციული სიითაც პირველ ადგილზე გავიდა.

როგორც ასპინძის სამელიორაციო ცენტრის დირექტორი გიორგი ბერიძე ამბობს, საქაჩი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიას" აცნობა და ელექტროენერგია კომპანიამ გათიშა. "ენერგო პრო ჯორჯიას" ასპინძის მომსახურების ცენტრის მთავარი ინჟინერი თამაზ თედორაძე კი აცხადებს, რომ მას საქაჩ სადგურზე ელექტროენერგია არ გამოურთავს და საჰაერო გამთიშველი თავად სამელიორაციო სამსახურმა გათიშა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა