რას ნიშნავს 4 ვარსკვლავისთვის ფემინიზმი?

რას ნიშნავს 4 ვარსკვლავისთვის ფემინიზმი?

შეკითხვაზე "ფემინისტი ხარ?" - ქალების ნაწილი იბნევა და ხშირად პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. თუმცა, ჟურნალისტის შეკითხვებს ცნობილმა ჰოლივუდის ვარსკვლავებმა გულახდილად უპასუხეს.

ბიონსე: მომღერალმა 2013 წელს ბრიტანული "ვოგისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამედროვე ფემინისტია. "მჯერა თანასწორობის. რატომ გაიძულებენ აირჩიო, რა ტიპის ქალი ხარ? რატომ უნდა გჭირდებოდეს თავადვე იარლიყის მიკერება. მე ვარ ქალი და მომწონს ქალად ყოფნა".

ლანა დელ რეი: "ჩემთვის ფემინიზმი საინტერესო კონცეფცია არაა. ჩემი აზრით, ჭეშმარიტი ფემინისტია ქალი, რომელიც თავისუფლებას გრძნობს და საკმარისად თავისუფალია იმისთვის, რომ ის გააკეთოს, რაც სურს", - განაცხადა ლანამ ჟურნალ Fadar-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჰოლი ბერი: "გარკვეულ დონეზე ფემინისტი ვარ", - განაცხადა მსახიობმა.

ელენ პეიჯი: "არ ვიცი, ზოგიერთი ადამიანი ასე უხალისოდ რატომ ამბობს, რომ ფემინისტია. შესაძლოა, ზოგიერთ ქალს საერთოდაც არ აინტერესებს, მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენ ვცხოვრობთ პატრიარქარულ სამყაროში და ამის ფონზე, სიტყვა ფემინიზმი ცუდია?", - განაცხადა ელენმა გამოცემა The Guardian-თან საუბარში. 

მომზადებულია time.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება