საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდება

საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდება

ერაყში განვითარებული საომარი მოვლენების გამო, საქართველოში საწვავი გაძვირდება, - ამ სახელწოდებით სტატიას გაზეთი "ვერსია" აქვეყნებს. გამოცემა  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფასების ზრდაზე ერაყის მოვლენები მოახდენს გავლენას, რადგან ესაა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანა. შესაბამისად, როგორც კი ერაყში ვითარება იძაბება და კრიზისი იწყება, ნავთობის ფასიც ავტომატურად იმატებს.

ნავთობპროდუქტის იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა "ვერსიასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე თვეში, მსოფლიოს სასაქონლო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ივნისის დასაწყისიდან, ნავთობის ფასი 5%-იანი მატება დაფიქსირდა, რაც ბოლო ათი თვის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია. კერძოდ, ივნისის დასაწყისიდან დღემდე, ლონდონში 1 ბარელი Brent-ნავთობის ფასი - 108.83-დან 114.81 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ნიუ იორკში, 1 ბარელი Light Sweet-ნავთობის ფასი 102.47-დან 107.26 დოლარამდე ავიდა: "ნავთობის ფასის ზრდა, ძირითადად, ერაყში არსებული კრიზისითაა განპირობებული, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი, უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა. ყოველდღიურად, ერაყიდან 2 800 000 ბარელი ნავთობის ექსპორტი ხორციელდება, რაც ნავთობის მსოფლიო მიწოდების 3%-ს შეადგენს. სულ უფრო მეტი საშიშროებაა, რომ საომარი მოქმედებები ერაყში, ნავთობმომპოვებელ და საექსპორტო მიმწოდებელ რეგიონებს მოიცავს, რაც თავის მხრივ, ერაყიდან ნავთობის ექსპორტის შემცირების საფრთხეს ქმნის. მიმდინარე ეტაპზე, ერაყში განვითარებული მოვლენები მსოფლიოში ნავთობის ფასის ტენდენციას განსაზღვრავს".

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?