17 წლის ქართველი გოგონა, რომელსაც მალე მსოფლიო გაიცნობს - "მის ბიკინი 2014" არასრულწლოვანია (+11 ფოტო)

 17 წლის ქართველი გოგონა, რომელსაც მალე მსოფლიო გაიცნობს - "მის ბიკინი 2014" არასრულწლოვანია (+11 ფოტო)

"Miss Bikini Model world international" - ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც ირაკლი კახნიაშვილის და სააგენტო "ირაკლეონის" ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

"მათ, ვისაც ჩვენში "მის ბიკინი" - ამ სახელწოდებით კონკურსი ადრეული წლებიდან ახსოვს, ვეტყვით, რომ ეს ის არ არის. აბსოლუტურად სხვადასხვა სახელწოდებებია", - ამბობს კონკურსის ორგანიზატორი ირაკლი კახნიაშვილი, რომელიც Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- ჩვენს კონკურსში გამარჯვებული გოგონა 17 წლის მარიამ დონაძეა (იხილეთ ფოტოგალერეა), რომელიც ჩინეთში მიემგზავრება, სადაც საქართველოს სახელით წარდგება. ჩენთან თანამშრომლობდა siti news-იც, რომელიც ამ ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა.

- ე.ი. საქართველოდან თქვენ და თქვენი სააგენტო ხართ მსოფლის მასშტაბით ქართველი გოგონას ოფიციალური წარმდგენი, ხომ?

- დიახ. მე დავაარსე სააგენტო "ირაკლეონი" და ასევე ვარ ამ კონკურსზე ამ ყველაფრის ლიცენზორი. ამასთან, მაქვს კიდევ არაერთი ლიცენზია, რომლითაც გვაქვს უფლება, სხვა კონკურსებსაც წარუძღვეთ. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კვარტალში ერთხელ ჩავატარებთ. 

- საქართველოსთვის და ამ სფეროსთვის ახალი სახე ხართ.

- 15 წელი აქ არ ვიყავი, ნიუ-იორკში ვმუშაობდი. პროფესიით დიზაინერი ვარ. მოდა, ფეშენი, ჩემთვის უცხო სფერო არ არის. ეს სამყარო ყოველთვის მიტაცებდა... გადავწყვიტე საქართველოში ჩამომეყალიბებინა სააგენტო "ირაკლეონი", ბრენდი, რომელიც იქნება ჰოლდინგი, მასში შევა სამოდელო სააგენტოც, რომელშიც ჩაერთვებიან ქართველი ლამაზი გოგოები, მოვაწყობთ სილამაზის კონკურსებს. მოკლედ, ბრენდში "ირაკლეონი" ბევრი რამ იქნება გაერთიანებული...

- ხმა გავრცელდა, რომ ამ კონკურსზე "ფლეიბოის" მოდელები მონაწილეობდნენო...

- კონკურსში, რომელიც მე ჩავატარე, არც ერთი არ ყოფილა "ფლეიბოიდან".

- გოგონები თქვენს კონკურსში ქასთინგის საშუალებით მოხვდნენ?

- ეს იყო თავისუფალი ქასთინგი: აქ მოეთხოვებათ მინიმალური სიმაღლე - 170 სანტიმეტრი და უნდა იყვნენ 17-დან 28 წლამდე. უფლება არ გვაქვს, ჩვენამდე მოსულ გოგონას, რომელიმეს უარი ვუთხრათ. ის მოდის, ნებაყოფლობით და ყოველგვარი საფასურის გარეშე ერთვება კონკურსში. ცდის საკუთარ თავს, ძალებსა და ბედს... აქედან გამომდინარე, გამოვლინდება გამარჯვებულიც. ამისთვის კი მუშაობდა და მომავალშიც კომპეტენტური ჟიური იმუშავებს...

- პარამეტრების ჩამოთვლისას არ გითქვამთ წონა...

- ჯერ იმას გეტყვით, რომ ჟიურის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა პროფესიისა თუ სფეროს ადამიანები: ზოგი მსახიობია, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი, ძველი მოდელი, დიზაინერი, ჟურნალისტი და გოგონების შერჩევისას, ყველა თავისი კუთხით უნდა მიუდგეს. მოკლედ, ამ საერთო ხედვით მივედით და ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ გამარჯვებული გახდა მარიამ დონაძე.

რაც შეეხება წონას, 70 წონიანს ვერ ვეტყვით, ვერ მიგიღებთო, ამის უფლება არ გვაქვს, მაგრამ შერჩევისას, რა თქმა უნდა, მიექცევა ამას ყურადღება და მას ვერ ავირჩევთ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ყველა კონკურსანტი ფოტოგალერეაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება