ორსულთა სექტა - რისთვის სწირავენ თავს მშობიარეები

ორსულთა სექტა - რისთვის სწირავენ თავს მშობიარეები

რუსეთში ნამდვილი აჟიოტაჟია ატეხილი იმის გამო, რომ ბებიაქალების გახმაურებული საზოგადოების, რომელიც რა ხანია სექტად აღიარეს - "როჟანას" ხელმძღვანელი, რუსეთში ცნობილი პედაგოგი ჟანა ცარეგრადსკაია კვლავ თავისუფალია. ქალი, რომელიც საოცარი ქარიზმატულობით გამოირჩევა, ფლობს ჰიპნოზის ხელოვნებას, თავის სექტაში იზიდავდა ორსულებს და არწმუნებდა, უარი ეთქვათ ოჯახებზე, ქმრებსა და მეგობრებზე. უმტკიცებდა მათ, რომ სამშობიაროსთვის არ უნდა მიემართათ და სახლში ემშობიარათ. როცა მშობიარობის დროს რაიმე გართულება ხდებოდა – ან საკეისრო კვეთა სჭირდებოდათ, ან რამე სხვა – უბრალოდ ტოვებდა მათ ბედის ანაბარა და მიდიოდა.

მის ნამუსზე რამდენიმე დედისა და ახალშობილის გარდაცვალებაა. ერთ მშობიარესთან "როჟანას" ბებიაქალმა "იმდენი ქნა", რომ ახალშობილი გარდაიცვალა, მეორე "სპეციალისტმა" კი ჯანმრთელ ბავშვს ფეხი მოსტეხა. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ყველა დაზარალებული დუმდა.

მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ქალები ტოვებდნენ ოჯახებს, ქმრებს და ჟანას სექტას უერთდებოდნენ. ყიდდნენ ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, და ფულს სექტის ხელმძღვანელს აძლევდნენ.

2010 წელს ერთ გოგონას როგორღაც გაეხსნა ტვინი და ქმარს სთხოვა, სახლში წაეყვანა. როცა ქმარმა მიაკითხა, ჟანას ქმარმა და შვილმა, რომლებიც ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული სექტის საქმიანობაში, კაცს სროლა აუტეხეს და მოკლეს. მაშინ ჟანას ქმარ-შვილი დააპატიმრეს, თვითონ კი თავდებით გაათავისუფლეს.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს