ქალები მათი ყოფილების მაისურებში - უცნაური ფოტოპროექტი (+9 ფოტო)

ქალები მათი ყოფილების მაისურებში -  უცნაური ფოტოპროექტი (+9 ფოტო)

კარლა რიჩმონდმა უცნაური პროექტი წარმოადგინა - მან მწერალ ჰანა სტინთან ერთად შეაგროვა ფოტოების კოლექცია, რომლებზეც ქალები მათი ყოფილი შეყვარებულებისა თუ მეუღლეების მაისურებში არიან გადაღებულნი.

იმისთვის, რომ ფოტოებზე ემოცია ასახულიყო, მათი გადაღება ქალბატონებთან ინტერვიუს დროს ხდებოდა - ამ დროს ისინი სასიყვარულო ისტორიებს ყვებოდნენ.

პროექტს ერთი აზრი აერთიანებს - სიყვარული, რომლის დაბრუნება შეუძლებელია, ყოველთვის გვაძლევს მწვავე შეგრძნებებს. დაკარგული სიყვარულის გამო ვიღაც მეტნაკლებად მშვიდია, ვიღაც პირიქით...

ფოტოებზე ადვილად შესამჩნევია ქალბატონების ემოციები.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს