როგორ შევაჩეროთ ნაადრევი გაჭაღარავება

როგორ შევაჩეროთ ნაადრევი გაჭაღარავება

პირველ რიგში უნდა დადგინდეს ჭაღარის მიზეზი; თუ გაჭაღარავება დაიწყო 20 წლიდან, აქ უკვე შეიძლება ნაადრევ გაჭაღარავებაზე ვილაპარაკოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური განწყობის, ასევე გარემოს მავნე ფაქტორებისა თუ რომელიმე დაავადების ბრალი. მაგალითად, ნაადრევი გაჭაღარავება შეიძლება გამოიწვიოს ანემიის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ (ჰიპერფუნქციამ). როდესაც ორგანიზმი განიცდის ამა თუ იმ მიკროელემენტის ნაკლებობას, ეს მელანინის ფუნქციაზე აისახება: მცირდება მისი გამომუშავება ან თმის ცილებს აღარ ძალუძთ მისი შენარჩუნება. ცნობილია შემთხვევები, როცა ძლიერი ნერვული სტრესის შემდეგ ადამიანი ერთ დღე-ღამეში გაჭაღარავებულა. მაგალითად, ერთ ღამეში გათეთრდა მარია ანტუანეტა სიკვდილით დასჯის წინ. ეს იმით აიხსნება, რომ სტრესის დროს ორგანიზმი გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის მელანინისა და ცილის ქიმიურ შეკავშირებას, რის შედეგადაც პიგმენტი სწრაფად ნეიტრალდება. თმა შეიძლება გაჭაღარავდეს, როდესაც ამა თუ იმ ფაქტორის ზემოქმედებით მის სტრუქტურაში ჩნდება ჰაერის შემცველი სივრცეები. ამ დროს თმა, სინათლის გარდატეხის კუთხის ცვლილების გამო, მონაცრისფროს იღებს.

როგორ შევაჩეროთ ნაადრევი გაჭაღარავება - პრაქტიკულად შეუძლებელია, ჭაღარა თმას დავუბრუნოთ თავდაპირველი ფერი, მაგრამ თუ ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გარეგანი ფაქტორი ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა, მაშინ შეიძლება მისი ბუნებრივი ფერის აღდგენა ვცადოთ ან შევაჩეროთ მაინც პროცესი. ამისთვის, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება და მავნე ფაქტორებისგან თავის დაცვა, პერიოდულად (წელიწადში 2-3-ჯერ 1-2 თვის განმავლობაში) A, B, E, C ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას მიღება. შეიძლება ადგილობრივი მოქმედების საშუალებების გამოყენებაც.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს