როცა წამები გადამწყვეტია და სასწრაფო არ მოდის

როცა წამები გადამწყვეტია და სასწრაფო არ მოდის

3 ივლისს ჩემი დისშვილი, 16 წლის გოგონა ავად გახდა. ბავშვმა გონება დაკარგა, დავარდა და მეზობლებმა მისი გადარჩენა ძლივს შეძლეს. 112-ზე საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში პირველი ზარი 09:14 საათზე შევიდა. ოპერატორს უთხრეს, რომ ბავშვი იყო ავად, გონება დაკარგული ჰქონდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. სასწრაფო არ მივიდა.

112-ზე მეორე ზარი 09:32 საათზე განახორციელეს. სასწრაფო ისევ არ მივიდა. 112–ის ოპერატორს არც დაგვიანების მიზეზი განუმარტავს.

უგონოდ მყოფი ბავშვის გადაადგილებას ერიდებოდნენ იმ მიზეზით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო არ გაურესებულიყო.

09:55 საათზე 112-ზე, უკვე მესამედ, მე დავრეკე. ოპერატორმა ისევ ვერაფერი მითხრა. ბავშვი უკვე გონზე იყო მოსული, ავიყვანე და მანქანით სამედიცინო ცენტრში წავიყვანე. გურჯაანის საავადმყოფოში 10:10 საათზე მივედი. ბავშვს სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

10:15 საათზე დავინტერესდი და სახლში, ოჯახის წევრებს გადავურეკე. სასწრაფო ისევ არ იყო მისული.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გურჯაანის სამსახურის უფროსმა მანანა ბერიკაშვილმა განმარტა, რომ მათთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრალური სადგურიდან გამოძახება 10:15 საათზე დაფიქსირდა, ბრიგადა კი გამოძახების ადგილზე 10:17 საათზე გავიდა.

"სამწუხაროდ, ზარი შედის ჯერ 112-ში, 112-დან ირეკება მერე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. ჩვენ ოპერატორები აღარ გვყავს, ზარი შემოდის უშუალოდ მორიგე ექიმთან. რა წუთშიც მიიღო ზარი მორიგე ექიმმა, მაშინვე გავიდა გამოძახებაზე. დღეისათვის გურჯაანში 2 მანქანა მუშაობს, აქედან ერთი დაზიანებულია და ტექნიკური შეკეთებისთვის ხელოსანთანაა გაჩერებული. ერთი მანქანით ვმუშაობთ. როცა მიიღო ცენტრმა გამოძახება, დაურეკეს გუშინდელი ბრიგადის ექიმს და მას გადმოჰყავდა ავადმყოფი სოფელ შაშიანიდან. 10:05 საათზე ბრიგადა უკვე შემოსული იყო აქ, მაგრამ ახალმა ბრიგადამ გამოძახება მიიღო 10:15 საათზე. თუ ბრიგადა თავისუფალი არ არის, გამოძახებას ვერ მიიღებს. რაიონს სჭირდება უფრო მეტი ბრიგადები და უფრო კომფორტული მანქანები", - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს მოქალაქეები 112-ზე რეკავენ და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ.

გელა მთივლიშვილი

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია