ახალი "ლავ სთორის" დასაწყისი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ? - რატომ გადაიფიქრა საქართველოდან გამგზავრება ვიქტორ ბურჭულაძემ

ახალი "ლავ სთორის" დასაწყისი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ? - რატომ გადაიფიქრა საქართველოდან გამგზავრება ვიქტორ ბურჭულაძემ

როგორც ცნობილი გახდა, მეგაშოუ "ცეკვვენ ვარსკვლავები" მეოთხე სეზონი ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილისა და ვიქტორ ბურჭულაძის წყვილმა მოიგო. ისიც იცით, რომ ვიქტორი მოსკოვში მცხოვრები ქართველია, რომელიც აქ სამი თვის განმავლობაში, როგორც პროფესიონალი მოცეკვავე, მოწვევით იმყოფებოდა. დღევანდელი დღისთვის, უკან გასამგზავრებლად, ბილეთი უკვე ნაყიდი ჰქონდა და მიფრინავდა. აეროპორტში მივიდა, გაიარა ყველანაირი შემოწმება, რეგისტრაცია, ბარგიც ჩააბარა. აეროპორტში მის გასაცილებლად მისულები იყვნენ მეგობრები, მათ შორის, მარიამ კუბლაშვილი და ქეთი ხატიაშვილი (მესამე სეზონის გამარჯვებული). ის იყო, მეგობრებს უნდა დამშვიდობებოდა, უეცრად თქვა, - აღარ მივდივარ, ვრჩები!

Ambebi.ge მარიამ კუბლაშვილს დაუკავშირდა:

- ვიქტორმა გამაოცა, ეს ვინ ყოფილა? საოცარი ადამიანია, უნდა დაგვმშვიდობებოდა, იმ დროს გული ამიჩუყდა და თვალზე ცრემლები მომადგა, ეს რომ დაინახა,  გამოგვიცხადა, - აღარ მივდივარო.

- მგზავრობა გადადო?

- არა, მოხსნა. აღარ მიდის. ისე, პროექტი გუშინ მოვიგეთ, ასე ვიშრომეთ, ერთმანეთს შევეჩვიეთ და ეს წარმატება არც აღგვინიშნავს და უკვე მიდიოდა.

მას ახლა ჩვენთან ერთად უნდა ყოფნა, გართობა, მოლხენა და ამ გამარჯვების აღნიშვნა, ზეიმი. არ იყო იმ განწყობაზე, რომ აქედან წასულიყო და დარჩა. ამბობს, რომ ყველას კარგად მოგესიყვარულებითო...

- მარიამ, ახალი "ლავ სტორი" ხომ არ იწება?

- არა მგონია, უბრალოდ ძალიან ბედნიერია იმ წარმატებით, რასაც ერთად მივაღწიეთ... ხომ ვამბობ, რაღაც სხვა ადამიანია, ცარიელი გული და სულია. ეს მან დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. არადა, რაღაც სერიოზულ საქმეზეც მიდიოდა...

ლალი ფაცია

იხილეთ| ყველაზე სექსუალური ქართველი ადვოკატი ქალი - მარიამ კუბლაშვილის გამომწვევი ფოტოები (+11 PHOTO)

ასევე დაგაინტერესებთ | გრანდიოზული შოუს ფინალი და წაგებული კონკურსანტის დიდებული საჩუქარი პარტნიორს - "ასეთი რამ არც ერთ სეზონში არ მომხდარა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება