რეზო თაბუკაშვილის ბრძოლის ველი...

რეზო თაბუკაშვილის ბრძოლის ველი...

მასთან საუბარს ბებია-ბაბუასა და მამაზე (მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილი და ლაშა თაბუკაშვილი) ლაპარაკით იწყებენ. ჩვენც არ აგვივლია გვერდი ოჯახისთვის, როცა რეზო თაბუკაშვილ-უმცროსს მწერლის ანკეტის ''შესავსებად'' ვეწვიეთ...

- როგორ ფიქრობთ, წერის ნიჭი მემკვიდრეობითია?

- გარკვეულწილად კი. მივიჩნევ, რომ გენეტიკურ კოდს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამის ხშირი მაგალითებია, არიან მწერალთა ოჯახები, ან მამა-შვილი წერს.

- რა ასაკში დაიწყეთ წერა?

- 21 წლის ასაკში. იტალიაში, ბოლონიის უნივერსიტეტში მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას ვსწავლობდი. ლიტერატურასთან ყოველთვის მჭიდრო კავშირი მქონდა, აქტიური მკითხველი ვიყავი, მაგრამ იტალიაში ყოფნის დროს სისტემატურად დავიწყე წერა. პირველად ჩემი ორი ნოველა ვაჟა გიგაშვილმა დაბეჭდა გაზეთ ''მამულში'', შემდეგ უკვე ჟურნალ ''XX საუკუნეში'' დავიბეჭდე. ამას მოჰყვა სხვადასხვა პერიოდიკა, შემდეგ წიგნებიც გამოიცა.

- პირველად რომ დაიბეჭდეთ, იმ დროს უკვე ცოცხალი აღარ იყვნენ თქვენი ბებია-ბაბუა, ხომ?

- ბებია 1994 წელს გარდაიცვალა და როცა იტალიიდან დავბრუნდი, მან ერთი მოთხრობა წაიკითხა. მახსოვს, როგორ გაარჩია. ზუსტი თვალი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა ვუფიქრდებოდი, მაშინ გავიაზრე, თუ რა სწორი აქცენტები გააკეთა ბებიამ.

- და ასე კარგად როგორ იცნობდა ლიტერატურას? მეუღლისგან?

- არა, არგვეთში ქართველი მწერლების საუკეთესო წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და მათ გვერდით, ბებიას ბავშვობიდან ახლო კავშირი ჰქონდა ლიტერატურასთან.

- თქვენი აზრით, რა იწვევს ადამიანებში წერის სურვილს?

- მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. რასაკვირველია, აკვირდები, რა იყო პირველი ბიძგი, როცა კონკრეტული მოთხრობის წერა დაიწყე. არის შემთხვევები, როცა უცბად ''დაინახავ'', თავიდან ბოლომდე შეიგრძნობ სტრუქტურას და მიჰყვები, მაგრამ ასეთი ბედნიერი სიურპრიზები უფრო დასაწყისში გაქვს. გგონია, რომ სულ ასე იქნება, იჯდები, ბრახ, მოვარდება მუზა, თუ როგორ ეძახიან და დაწერ (იღიმის), მაგრამ მოგვიანებით ასეთი გემრიელი გამონათება ხშირი აღარაა. უბრალოდ, შემდეგში უკვე ცდილობ, წარსული გამოცდილება ყოველ ჯერზე საფუძვლიანად გამოიყენო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია