მერილ სტრიპი 65 წლისაა - ყველაზე საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან

მერილ სტრიპი 65 წლისაა - ყველაზე საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან

22 ივნისს მერილ სტრიპი 65 წლის გახდა. კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური მსახიობი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელიც არის. ამიტომაცაა, რომ მისი დაბადების დღე მთელ მსოფლიოში მისმა უამრავმა თაყვანისმცემელმა აღნიშნა.

* მასზე ყველა გიჟდება - კრიტიკოსები, რეჟისორები, კოლეგები. დაიან კიტონმა მას ''თავისი თაობის გენიოსი'' უწოდა, რობერტ დე ნირომ - ''ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი და დიდებული მსახიობი'', კლინტ ისტვუდმა - ''მსოფლიოს უდიდესი მსახიობი'', ხოლო რეჟისორმა ალან ჯ. პაკულამ ერთხელ თქვა: ''რეჟისორისთვის სამოთხეა ადგილი, სადაც მთელი ცხოვრება შეიძლება მერილ სტრიპის გადაღება!''

* ბავშვობაში მერილ სტრიპი ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა და 12 წლიდან სიმღერის გაკვეთილებზეც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით იურისტის პროფესიის დაუფლება მოინდომა. მსოფლიო ვერ ნახავდა მის ათობით შესანიშნავ როლს, მაგრამ, საბედნიეროდ, მერილმა... გამოცდა ვერ ჩააბარა და გადაწყვიტა, რომ ეს ნიშანი იყო ზემოდან.

* მერილ სტრიპი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან მსახიობად მიიჩნევა. მოღვაწეობა თეატრში მას მერე დაიწყო, რაც ნიუ-იორკში ვასარის კერძო კოლეჯი დაამთავრა დრამის სპეციალიზაციით. გარდა ამისა, მაგისტრის ხარისხი აქვს იელის დრამის სკოლის გამომსახველობითი ხელოვნების სპეციალობით.

* 26 წლისამ გადაწყვიტა კინოში ბედის ცდა, თუმცა პირველი მცდელობა უსიამოვნო იყო. ''კინგ-კონგის'' კასტინგზე აღმოჩნდა. პროდიუსერმა დინო დე ლაურენტისმა, რომელსაც ეგონა, რომ გოგონას იტალიური არ ესმოდა, თქვა: ''რატომ გამომიგზავნე ეს ღორი? ეს ქალი იმდენად უშნოა''. როგორ გაოგნდა, როცა მსახიობმა აღუშფოთებლად, დახვეწილი იტალიურით უპასუხა: ''ძალიან ვწუხვარ, რომ იმედი გაგიცრუეთ''. წლების შემდეგ მერილმა თქვა: ''ჩემი აზრით, ჩემს ვაჟს ყოველთვის ცოტათი რცხვენოდა მეგობრებთან იმის გამო, რომ მე არასდროს მითამაშია საშინელებათა ჟანრის ფილმებში. მე კი ასეთი ფილმის ყურებასაც კი ვერ მაიძულებთ''.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება