კანიბალიზმი ჩინურად – რატომ მიირთმევენ მკვდრად შობილ ბავშვებს და რა ხდებოდა "ბოლშევიკურ" რუსეთში?

კანიბალიზმი ჩინურად – რატომ მიირთმევენ მკვდრად შობილ ბავშვებს და რა ხდებოდა "ბოლშევიკურ" რუსეთში?

ჩინეთში არსებული ამ უჩვეულო ტრადიციის შესახებ დასავლურ პრესას არაერთხელ დაუწერია. პირველად ეს "საიდუმლო" ჰონკონგის ერთ-ერთმა გაზეთმა გაამხილა, სადაც ეწერა, რომ მკვდარი ჩვილები და ემბრიონები, ასევე პლაცენტა, ყველაზე ძვირფასი დელიკატესია ჩინელებისთვის. სტატიაში ამ "დელიკატესის" მომზადების თუ შენახვის წვრილმანებიც იყო ასახული. მიზეზი გახდა ერთ-ერთი ტაივანელი ბიზნესმენის ჩინელი მოახლის აღიარება. სწორედ მან უამბო ჟურნალისტებს, რომ ჩინეთის ლიაოლინის პროვინციაში მკვდრად შობილ ბავშვებს და ასევე აბორტის შედეგად მიღებულ ემბრიონებს ჯანმრთელობისა და სილამაზის გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ. თუმცა ეს დელიკატესი ბევრისთვის არ ყოფილა მისაწვდომი. საკმაოდ გრძელ რიგში ეწერებიან, რომ სასურველი "პროდუქტი" მიიღონ. თანაც, გაცილებით უფრო ძვირად ფასობს მამრობითი სქესის ახალშობილი.

ჟურნალის თანამშრომელთა თხოვნით, ლიუმ ის ადგილიც აჩვენა მათ, სადაც მზადდება ეს იშვიათი კერძები და გაოგნებული ჟურნალისტების თვალწინ გაჭრა ნაყოფი, რომლისგანაც წვნიანი დაამზადა. "ნუ ღელავთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხორცია", - იმეორებდა პროცესის დროს.

თუმცა ასაღელვებელი ჩინელებს ნამდვილად აქვთ, რადგან მათ იმდენად სჯერათ ამ "დელიკატესის" სარგებლობის და ისე ძვირად ფასობს ის, რომ არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ცოცხალი ბავშვების მოკვლაც უცდიათ ამ მიზნით. 2000 წელს გუანქსის პროვინციაში პოლიციამ დააპატიმრა კონტრაბანდისტების ჯგუფი, რომელთაც სატვირთო მანქანით გადაჰყავდათ ჩვილები. მათ შორის ყველაზე უფროსი 3 თვის იყო. ბავშვები ტომრებში ჰყავდათ ჩასმული და ფაქტობრივად, სიკვდილის პირას იყვნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი ობოლთა თავშესაფრიდან იყვნენ შესყიდულნი.

2004 წელს ქალაქ შუანჩენზის მცხოვრებმა სანაგვეში იპოვა პაკეტი დანაწევრებული ახალშობილებით. ეს და სხვა გამაოგნებელი ცნობები შიგადაშიგ ჩნდება სხვადასხვა გამოცემაში თუ ჩინეთის ტელევიზიებში.

იხილეთ სრულად

რა ფოტოები გადაიღო მარსმავალმა პლანეტაზე 7 წლის განმავლობაში? - ყველაზე საინტერესო კადრები NASA-სგან

დასაუთოვებელი და ჭუჭყიანი ტანსაცმელი მოდაში შემოდის - გლობალური დათბობის გავლენა მოდის ტენდენციებზე

როგორები იქნებოდნენ იულისიუს კეისარი, ნეფერტიტი, ნაპოლეონი თანამედროვე ეპოქაში -18 გათანამედროვებული პორტრეტი