"ძალიან მრცხვენია!" - თიკა ჯამბურიას ცნობილი ქართული ლექსებისა და სიმღერების ავტორებზე არაფერი სმენია

"ძალიან მრცხვენია!" - თიკა ჯამბურიას ცნობილი ქართული ლექსებისა და სიმღერების ავტორებზე არაფერი სმენია

მომ­ღე­რალ თი­კა ჯამ­ბუ­რი­ას ჩე­მი კო­ლე­გე­ბის მი­სა­მარ­თით არა­ერ­თხელ გა­მო­უთ­ქ­ვამს საყ­ვე­დუ­რი, - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მხო­ლოდ ჩე­მი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და სხვას არა­ფერს მე­კითხე­ბი­ა­ნო. ამი­ტომ მას სხვა კუთხით წარ­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცი და მის ერუ­დი­ცი­ა­სა და ინ­ტე­ლექ­ტ­ში გა­სარ­კ­ვე­ვად შინ ვეს­ტუმ­რე. სა­უბ­რის და­საწყის­ში მი­სი­ვე ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბი შე­ვახ­სე­ნე და დავ­პირ­დი, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ერთ კითხ­ვა­საც კი არ და­ვუს­ვამ­დი.

პრეამბულის მაგიერ

თი­კა:

- "ე­რუ­დი­ტი", ანუ?

- სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­დან მაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბი. ერ­თ­გ­ვა­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შია.

- აუ! კარ­გი იქ­ნე­ბა.

- რო­გო­რი მკითხ­ვე­ლი ხარ?

- აქ­ტი­უ­რი არ ვარ და ამის გა­მო, ძა­ლი­ან მრცხვე­ნია. აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მეტს ვკითხუ­ლობ­დი.

- სა­ვალ­დე­ბუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რას?

- არა მხო­ლოდ იმ წიგ­ნებს, რო­მე­ლიც ინ­ს­ტი­ტუტ­ში მჭირ­დე­ბო­და. თა­ვი­სუ­ფალ დრო­საც ვკითხუ­ლობ­დი.

- მე­რე რა­ტომ გა­და­ეჩ­ვიე?

- ხომ ამ­ბო­ბენ, წიგ­ნი კომ­პი­უ­ტერ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლაო? მა­ინც ვთვლი, რომ ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რეს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩემს დას კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს და მგო­ნი, წა­უ­კითხა­ვი არც ერ­თი წიგ­ნი არ აქვს.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რას აკე­თებ?

- კომ­პი­უ­ტერ­ში ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ.

- ამ დრო­ის გა­მო­ყე­ნე­ბა წიგ­ნის სა­კითხა­ვად არ გიც­დია?

- კი. ეს არის თურ­ქი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი, წიგ­ნის სა­ხელს ვერ ვიხ­სე­ნებ. ქა­ლის და კა­ცის სიყ­ვა­რულ­ზეა, მათ სიყ­ვა­რულს მუ­ზე­უ­მიც მი­უძღ­ვ­ნეს. ამ წიგნს თუ შე­ი­ძენ, სა­ჩუქ­რად მუ­ზე­უმ­ში შე­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თი მოჰ­ყ­ვე­ბა (სა­ვა­რა­უ­დოდ, თი­კა ორ­ჰან ფა­მუ­ქის რო­მანს - "უ­მან­კო­ე­ბის მუ­ზე­უ­მი" გუ­ლის­ხ­მობს). წიგ­ნებს ხში­რად ჩე­მი შვი­ლის­თ­ვის და დის­თ­ვის ვი­ძენ. ჩემს დას კითხ­ვა ძა­ლი­ან უყ­ვარს, წიგ­ნი მის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია. ბევ­რ­ჯერ ურ­ჩე­ვია ჩემ­თ­ვის, ეს წიგ­ნი წა­ი­კითხეო და მე გვერ­დ­ზე გა­და­მი­დვია. კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბაც არ მაქვს. ის წიგ­ნე­ბიც კი წა­უ­კითხა­ვი მგო­ნია, რო­მე­ლიც წა­კითხუ­ლი მაქვს.

- ყვე­ლა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შენ­ზე რო­მელ­მა ნა­წარ­მო­ებ­მა მო­ახ­დი­ნა?

- "ა­ლი და ნი­ნო" (ყურ­ბან სა­ი­დი) იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა, გავ­გიჟ­დი, ერთ ღა­მე­ში წა­ვი­კითხე. სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და დე­ტექ­ტი­ვე­ბი მიყ­ვარს. სე­ბას­ტი­ან ჟაპ­რი­ზოს დე­ტექ­ტი­ვე­ბი მომ­წონს. ერ­თი ცუ­დი ჩვე­ვა მაქვს, თუ ფილ­მი მაქვს ნა­ნა­ხი, წიგნს ვე­ღარ ვკითხუ­ლობ.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ი­ღეს პირ­ვე­ლად სახ­ლე­ბის ნუ­მე­რა­ცია და რით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბო­და მა­ნამ­დე სახ­ლის მი­სა­მარ­თი?

- ევ­რო­პა­ში, არა?

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში?

- ვფიქ­რობ, გერ­მა­ნი­ა­ში იქ­ნე­ბო­და. ბევ­რი პა­ტა­რა სახ­ლია, თან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს.

- სწო­რი პა­სუ­ხია, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, ლონ­დო­ნი. პო­ე­ზია გიყ­ვარს?

- კარ­გი ცოდ­ნით ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი.

- "სამ­შობ­ლოს არ­ვის წა­ვარ­თ­მევთ,/ ნურც ნურ­ვინ შეგ­ვე­ცი­ლე­ბა,/ თო­რემ ისეთ დღეს და­ვაყ­რით,/ მკვდარ­საც კი გა­ე­ცი­ნე­ბა". ავ­ტო­რი ვინ არის?

- გავ-გიჟ-დე-ბიი!!! ახ­ლა­ვე გავ­გიჟ­დე­ბი! არ მინ­და, რომ შე­მე­შა­ლოს და უაზ­რო­ბა გითხ­რა.

- სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი მითხა­რი.

- ვერ გეტყ­ვი, არ მინ­და, სი­სუ­ლე­ლე გა­მო­მი­ვი­დეს, მი­კარ­ნა­ხე.

- რომ გი­კარ­ნა­ხო, მკითხ­ვე­ლი "გა­ი­გო­ნებს". მი­ნიშ­ნე­ბას გეტყ­ვი: ამ მწერ­ლის მა­მა თვით­ნას­წავ­ლი მღვდე­ლი იყო, მის­სა­ვე სო­ფელ­ში აგე­ბულ ეკ­ლე­სი­ა­ში სწი­რავ­და. მწე­რა­ლი დე­და­ქა­ლაქ­ში არ ცხოვ­რობ­და.

- არ ვი­ცი, ძა­ლი­ან მრცხვე­ნია.

- ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა.

- რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან შემ­რ­ცხ­ვე­ბო­და, ვა­ჟა რომ მეთ­ქ­ვა და არას­წო­რი ყო­ფი­ლი­ყო. მში­შა­რა ვარ, ამი­ტომ იშ­ვი­ა­თად ვრის­კავ.

- რო­მე­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბის დროს გა­იც­ნეს ერ­თ­მა­ნე­თი ოთარ კო­ბე­რი­ძემ და ლია ელი­ა­ვამ?

- ვერ გეტყ­ვი.

- "ბა­ში-აჩუ­კი".

- სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ქარ­თუ­ლი ფილ­მი არ მი­ნა­ხავს.

- არც ხსე­ნე­ბუ­ლი ფილ­მი გი­ნა­ხავს?

- არა. მე ვარ იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი ნა­ნა­ხი ფაქ­ტობრივად არა აქვს.

- ხომ შე­გიძ­ლია, ინ­ტერ­ნეტ­ში უცხო­ურ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბიც ნა­ხო?

- გულ­წ­რ­ფე­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს და მი­პა­სუ­ხე, ჩე­მი თა­ო­ბი­დან ინ­ტერ­ნეტ­ში "ბა­ში-აჩუკს" რო­მე­ლი უყუ­რებს?

- აკა­კი წე­რეთ­ლის ეს ნა­წარ­მო­ე­ბიც არ გაქვს წა­კითხუ­ლი?

- არა.

- ...

- ცო­ტა ხნის წინ, ჩემს დას­თან ერ­თად "ი­მე­რულ ეს­კი­ზებს" ვუ­ყუ­რებ­დი. ოთა­ხი­დან ისე­თი სი­ცი­ლის ხმა გა­მო­დი­ო­და, დე­და შე­მო­ვი­და, - რა გა­ცი­ნებ­თო? ეს ფილ­მი პირ­ვე­ლად ვნა­ხე.

- რი­სი დრო დგე­ბო­და ძველ რომ­ში, რო­ცა დი­ა­სახ­ლი­სი სტუმ­რებს სან­დ­ლე­ბის გახ­დას სთა­ვა­ზობ­და?

- არ ვი­ცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, დღე­ში ჩვენ ამას რამ­დენ­ჯერ­მე ვა­კე­თებთ და ფეხ­საც­მელს არ ვიხ­დით.

- სა­დი­ლო­ბის ან ვახ­შ­მის დრო?

- გა­მო­ი­ცა­ნი, ასე სა­დი­ლო­ბის დროს ხდე­ბო­და. ვინ არის სიმ­ღე­რის - "გა­ზაფხუ­ლი შე­მო­სუ­ლა, ლენ", ტექ­ს­ტის ავ­ტო­რი?

- არ ვი­ცი.

- მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე.

- მუ­სი­კის ავ­ტო­რი ვინ არის, ლა­ღი­ძე?

- ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლი. "ი­მე­დი იქო­ნიე ძაღ­ლის ერ­თ­გუ­ლე­ბი­სა ბო­ლომ­დე, ქა­ლი­სა კი - შემ­თხ­ვე­ვამ­დე". ვინ არის ამ ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი?

- არ ვი­ცი, მაგ­რამ არ ვე­თან­ხ­მე­ბი. კა­ცის იმე­დი უფ­რო არ უნ­და იქო­ნიო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კა­ცის იმე­დი გქონ­დეს მა­შინ, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლი კა­ცი ტრა­ბა­ხობს, რომ ცო­ლის ღა­ლა­ტი "მა­გა­რი პონ­ტი­ა" და მის ვაჟ­კა­ცო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს? ასეთ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ენ­დო?

- გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი სტენ­და­ლია. ახ­ლა კი მი­პა­სუ­ხე, რა ჰქვია მუ­სი­კა­ლურ წყო­ბას, რომ­ლის ბგე­რე­ბი ქმნის მცი­რე ტერ­ცი­ა­ზე აგე­ბულ აკორდს. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ნაღ­ვ­ლი­ა­ნი ბგე­რი­თი ელ­ფე­რი.

- მი­ნო­რი.

- თე­ატ­რა­ლ­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ, შენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე გავ­ლე­ნა რამ იქო­ნია?

- პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ. მსა­ხი­ო­ბუ­რი ნი­ჭი მაქვს, ბავ­შ­ვო­ბა­ში პა­რო­დი­ებს ხში­რად ვა­კე­თებ­დი.

- რა­ტომ არ­სად თა­მა­შობ?

- სა­ნამ სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკლს არ დავ­დ­გამთ, თა­მა­შის უფ­ლე­ბა არ გვაქვს.

- თე­ატ­რა­ლუ­რის სხვა სტუ­დენ­ტე­ბი რომ თა­მა­შო­ბენ?

- ჩვე­ნი რე­ჟი­სო­რი უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. ზო­გი­ერ­თი ამ მხრივ სტუ­დენ­ტებს არ ზღუ­დავს. გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი, ახ­ლა მაია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან ვარ. ფილ­მ­ში თა­მა­შიც მინ­და და სცე­ნა­ზეც.

- უილი­ამ შექ­ს­პი­რის რო­მე­ლი პერ­სო­ნა­ჟი ამ­ბობს: "ბევ­რი რამ არის, ჩე­მო ჰო­რა­ციო, ქვეყ­ნად ისე­თი, რაც ფი­ლო­სო­ფოსთ სიზ­მ­რა­დაც არ მო­ლან­დე­ბი­ათ".

- არ ვი­ცი.

- ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟია.

- არა, არა, შეც­დო­მით რომ ვთქვა, არ მინ­და.

- ჰამ­ლე­ტი.

- პირ­ვე­ლი ეგ გა­ვი­ფიქ­რე.

- ის 2 წელ­სა და 2 თვეს შენ­დე­ბო­და. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე კი 200 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და. მი­სი სი­მაღ­ლე 320 მეტ­რია, წო­ნა - 10 ტო­ნა. კი­ბეს 1702 სა­ფე­ხუ­რი აქვს. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ეიფე­ლის კოშ­კ­ზე.

- სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭედს მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის მე­ოთხე თით­ზე ჯერ კი­დევ ეგ­ვიპ­ტე­ლი ფა­რა­ო­ნე­ბის დრო­ი­დან იკე­თებ­დ­ნენ, რად­გან მი­აჩ­ნ­დათ, რომ...

- ვა­ი­მე, ეს ვი­ცო­დი, ვერ ვიხ­სე­ნებ.

- ეს თი­თი გულ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ სა­ბა­ნაო კოს­ტი­უ­მის პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე საც­დე­ლი ბირ­თ­ვუ­ლი აფეთ­ქე­ბის დღეს და­ემ­თხ­ვა. სწო­რედ ამი­ტომ ეწო­და მას ამ კუნ­ძუ­ლის სა­ხე­ლი.

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ბი­კი­ნი. ვინ ას­რუ­ლებს მაია წყნე­თე­ლის როლს მხატ­ვ­რულ ფილ­მ­ში - "მაია წყნე­თე­ლი"?

- არ ვი­ცი.

- ლე­ი­ლა აბა­ში­ძე. ერ­თხელ კომ­პო­ზი­ტორ­მა ჯუ­ზე­პე ვერ­დიმ გა­ნაცხა­და: ეს მუ­სი­კის ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლიაო და მი­სი პარ­ტი­ტუ­რა­ში ჩა­წე­რა მო­ითხო­ვა. რის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობ­და ამას ვერ­დი?

- აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის.

- სად არის დას­ვე­ნე­ბუ­ლი წმინ­და ნი­ნოს ჯვა­რი?

- არ ვი­ცი.

- სი­ონ­ში.

- უი, გა­მახ­სენ­და, ნი­ნო­ო­ბას ჩე­მი შვი­ლი მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

- მარ­ტო­ხე­ლა კა­ცი შინ არყოფ­ნის დროს გა­ქურ­დეს. გა­ი­გებ­და თუ არა ამას აგა­რაკ­ზე მყო­ფი მი­სი ცო­ლი?

- მარ­ტო­ხე­ლას ცო­ლი არ ეყო­ლე­ბო­და.

- რო­მელ წიგ­ნ­ზე სრულ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნია?

- ბიბ­ლი­ა­ზე.

- ცდე­ბი.

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნებ­ზე?

- კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ზე.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე შო­პენ­ჰა­უ­ე­რის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "სა­შუ­ა­ლო კა­ცი სულ იმის ფიქ­რ­შია, დრო რო­გორ გა­ა­ტა­როს. ნი­ჭი­ე­რი კი..."

- "...რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება