სალომე ბაკურაძე საქორწინო მოგზაურობიდან დაღლილი დაბრუნდა

სალომე ბაკურაძე საქორწინო მოგზაურობიდან დაღლილი დაბრუნდა

სულ ცოტა ხნის წინ სალომე ბაკურაძე გაბედნიერდა. მისი რჩეული ლაშა ბასლანაძე გახლავთ, რომელიც ''ჯიდიეს''-ზე სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერი, სეგმენტპროდიუსერი და ლოკაციის მენეჯერია. წყვილის სიყვარულის ამბავს, კონცერტად ქცეული ქორწილის დეტალებს და მოგზაურობის ამბებს საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული სალომე გიამბობთ. მართალია, გვინდოდა, მომღერალი მეუღლესთან ერთად ჩაგვეწერა და გადაგვეღო, მაგრამ ლაშა პრესასთან ურთიერთობას თავს არიდებს.

- ზოგადად, ვცდილობ, ინფორმაცია ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი და ძალიან თვალში საცემი არ იყოს, რადგან მიმაჩნია, რომ სხვა უამრავი საინტერესო რამ შეიძლება დაიწეროს მომღერლის შესახებ, ვიდრე პირადია. თუმცა ვითვალისწინებ მკითხველისა და გულშემატკივრების ინტერესს ამ თემასთან დაკა-ვშირებით და დოზირებულად, მათი ე.წ. მოთხოვნის გამო ვსაუბრობ ამ საკითხზე.

რაც შეეხება ჩემი და ლაშიკოს შეხვედრას, 2-3 წლის წინ ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით, დავმეგობრდით და ნელ-ნელა ეს ურთიერთობა უფრო კარგ მეგობრობასა და სიყვარულში გადაიზარდა, დაახლოებით წელიწად-ნახევარში კი დაგვირგვინდა იმით, რომ ლაშიკო დღეს ჩემი მეუღლეა. ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, პირადი არ გამესაჯაროებინა.როცა ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, ვეუბნებოდი, თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდება, აუცილებლად გაიგებთ-მეთქი და ასეც მოხდა.

- ქორწილის დეტალების შესახებ მოგვიყევი, ვისი ორგანიზებული იყო?

- როგორც ყველას, ჩვენც ძალიან გვინდოდა, ქორწილი განსაკუთრებული, ლამაზი და კარგი ყოფილიყო და მგონი, საბოლოო ჯამში ასეთიც გამოვიდა. ადამიანი არ მოიძებნა ჩემი და ლაშიკოს სამეგობრო წრიდან, რომელიც უკმაყოფილო წავიდა და კარგი დრო ვერ გაატარა. ყველა იყო კარგ ხასიათზე, გახარებული და ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო ქორწილი, სადაც სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა მომღერალი ენაცვლებოდა. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ქორწილი ღია ცის ქვეშ გადაგვეხადა, მაგრამ ძალიან ბევრი ძებნის შემდეგ ჩვენთვის მოსაწონი, მისაღები და, რაც მთავარია, თავისუფალი ადგილი ვერ ვნახეთ. ამის შემდეგ გადავინაცვლეთ დახურულ სივრცეში და შევარჩიეთ მყუდრო, ახალგაზრდული, ლაუნჯის ტიპის რესტორანი. ქორწილის ორგანიზებაში არა მარტო ჩვენ, ჩვენი მეგობრებიც ჩართული იყვნენ, განაწილებული ჰქონდათ საქმე და ყველა თავის ''დავალებას'' ასრულებდა.

ჩემი და ლაშიკოს ქორწილის წინა ერთი თვე ძალიან დატვირთული გვქონდა, ბევრს ვმუშაობდით, რომ შემდეგ საქორწინო მოგზაურობაში წავსულიყავით, ძალიან დავიღალეთ, მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილები დავრჩით.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება