გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" გრან-პრის მფლობელი გახდა

გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" გრან-პრის მფლობელი გახდა

ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმი "სიმინდის კუნძული" კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა. რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ კარლოვი ვარიში 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. კინოფესტივალის საზეიმო დახურვის, კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო დოკუმენტური და მხატვრული ფილმების, ასევე რეჟისორებისა და მსახიობების გამოვლენის ცერემონიალი სასტუმრო "ტერმალში" გაიმართა. საკონკურსო პროგრამაში 12 ნამუშევარს შორის წარდგენილი იყო ქართველი რეჟისორის ფილმი "სიმინდის კუნძული", რომელსაც კინოფესტივალის მთავარი პრიზი - "ბროლის გლობუსი" გადაეცა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია