"საეჭვოა მისი ასეთი გარდაცვალება იმ დიდი შეტევის წინ, რომელსაც პუტინი ამზადებს" - გამსახურდია ნოვოდვორსკაიაზე

"საეჭვოა მისი ასეთი გარდაცვალება იმ დიდი შეტევის წინ, რომელსაც პუტინი ამზადებს" - გამსახურდია ნოვოდვორსკაიაზე

ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კოკო გამსახურდია სოციალურ ქსელში რუსი უფლებადამცველის ვალერია ნოვოდვორსკაიას გარდაცვალებას ეხმაურება.

"ახლა, უკრაინის დნეპროპეტროვსკში ყოფნისას, შევიტყვე სამწუხარო ამბავი: 2006 წელს მოსკოვში მოკლულ ანა პოლიტკოვსკაიას, რომელმაც თავის წიგნში "პუტინის რუსეთი" გააშიშვლა ამ სამარცხვინო რეჟიმის სახე, კიდევ ერთი რუსი სამართალდამცველი მიყვა: ვალერია ნოვოდვორსკაია, რომელიც თითქოსდა "ტოქსიკური შოკის" შედეგად გარდაიცვალა.

ვალერია ნოვოდვორსკაია იყო დისიდენტი, სტატიების ავტორი, დღევანდელი რუსეთის ნეობოლშევიკური, ფაშისტური და სსრკ-ს რესტავრაციაზე მიმართული კურსის დაუნდობელი კრიტიკოსი. საეჭვოა და სიმპტომატურია მისი ასეთი უცნაური გარდაცვალება იმ დიდი შეტევის წინ, რომელსაც პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმი ამზადებს ჯერ უკრაინის, შემდეგ საქართველოს, მოლდოვას და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ამას შედეგად უნდა მოყვეს ამ ქვეყნებში სახელმწიფოებრიობის ბოლომდე ლიკვიდაცია თუ არა, საამისოდ საფუძვლების მომზადება მაინც.

უფალმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა გოგისა და მაგოგისგან, კრემლის ბარბაროსობისგან და მათი ფორმალურად "ქართველი" სატელიტებისგან", - წერს გამსახურდია.

მოსკოვში უფლებადამცველი ვალერია ნოვოდვორსკაია გარდაიცვალა. "ლენტა.რუ" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნოვოდვორსკაია ინფექციურ-ტოქსიკური შოკისგან გარდაიცვალა.

სააგენტოს ცნობით, ვალერია ნოვოდვორსკაია დღეს ГКБ-ს N13 საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს.

ვალერია ნოვოდვორსკაია დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ვიდეობლოგერი, ასევე პარტია "დემოკრატიული კავშირის" დამფუძნებელი იყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ