გერმანია მსოფლიო ჩემპიონია

გერმანია მსოფლიო ჩემპიონია

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს მე-20 ჩემპიონატის გამარჯვებულია. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა ფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც "მარაკანაზე" გაიმართა, დამატებით დროში, არგენტინა ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში 113-ე წუთზე მარიო გიოტცეს გოლით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ გერმანია პირველი გუნდია, რომელმაც ამერიკის კონტინენტზე მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა. ნახევარფინალში მათ ბრაზილია სარეკორდო ანგარიშით 7:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში საფრანგეთს სძლიეს 1:0, მერვედფინალში კი ალჟირს - 2:1. ჯგუფურ ეტაპზე გერმანიამ პორტუგალიის, აშშ-სა და განის წინააღმდეგობა დაძლია. მსოფლიო ჩემიონატი ბრაზილიაში ჩატარდა, მატჩებს ამ ქვეყნის 12-მა ქალაქმა უმასპინძლა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია