"დაჯექი თუ არა დაგაჯენ" - ხმაური ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე

"დაჯექი თუ არა დაგაჯენ" - ხმაური ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე

ლანჩხუთის საკრებულოს განახლებულ სხდომაზე 15 წუთიანი შესვენების შემდეგ, დეპუტატების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ დღის წესრიგში მეექვსე საკითხი პირველადი სახით დარჩენილიყო. 

ეს საკითხი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა კახა ასკურავამ გააპროტესტა.

"მხოლოდ 7 დეპუტატს უნდოდა ეს საკითხი დარჩენილიყო, რადგან ვერ მიიღეს ხმათა უმრავლესობა, გამოაცხადეს შესვენება და მოხდა მოლაპარაკება. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, პირველივე სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხელის გადაგრეხვით", - თქვა კახა ასკურავამ.

მის განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი რომან ბიწაძე გამოეხმაურა, რომელმაც კახა ასკურავას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"დაჯექი თუ არა დაგაჯენ", - უთხრა ბიწაძემ ასკურავას.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა