ტელევიზიის შექმნის გეგმა, რომელიც კიწმარიშვილმა უახლოეს მეგობარს სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გააცნო

ტელევიზიის შექმნის გეგმა, რომელიც კიწმარიშვილმა უახლოეს მეგობარს სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გააცნო

ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი ბადრი ნანიტაშვილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ გუშინ, როდესაც შეხვდა ეროსი კიწმარიშვილს, ისინი სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ.

ბადრი ნანიტაშვილის თქმით, ეროსი კიწმარიშვილი მასთან საუბრისას ამბობდა, რომ აპირებდა საკუთარი არასამთარვობო ორგანიზაციის შექმნას. ასევე საუბრობდა ტელეკომპანიის შექმნაზეც.

ბადრი ნანიტაშვილი აღნიშნავს, რომ დღესაც ესაუბრა ტელეფონით ეროსი კიწმარიშვილს და საეჭვო არაფერი შეუნიშნავს.

თვითმკველელობის ვერსიას გამორიცხავს ეროსი კიწმარიშვილის თანაშემწე თიკო ბეჟაშვილი და ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილს, როგორც თვითმკვლელს, ის არ იცნობდა.

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

გარდაცვალების ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ეროსი კიწმარიშვილის სახლთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები; ასევე, შეკრებილია ხალხი.

მეზობლების განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მის ავტოფარეხში დაცვამ იპოვა. ამ დროისთვის პოლიციას მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს და კორპუსში არავის უშვებენ. ტრაგედიის ადგილზე ცოტა ხნის წინ შეუშვეს ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილი.

შემთხვევა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ