კოკო გამსახურდია მამისა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტებს შორის პარალელებს ავლებს

კოკო გამსახურდია მამისა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტებს შორის პარალელებს ავლებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია ეროსი კიწმარიშვილისა და მამის გარდაცვალების ფაქტებს შორის პარალელს ავლებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ თვითმკვლელობის ვერსია მისთვისაც საეჭვოა.

"ეროსი კიწმარიშვილის ცხედრის დათვალიერების შემდეგ დაიწერა, რომ მას ქონდა "სტანც-მარკა", ანუ ლულის ანაბეჭდი შესაბამისი დაზიანებებით. კრიმინალისტიკაში ისეა, რომ "სტანც-მარკა" მიბჯენით სროლაზე მიუთითებს, ისევე როგორც შემავალი ჯვარედინი ნახეთქი ჭრილობა.

როგორც დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე 2009-2011 წლებში ვიტყოდი, რომ თეორიულად შესაძლებელია სხვისი ხელითაც განხორციელებულიყო ეს გასროლა. აქ მნიშვნელობა ექნება სიკვდილის გამომწვევი იარაღის დახრილობის კუთხეს, ასევე ძალადობის კვალს სხეულზე. გამოსაკვლევია იყო თუ არა გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები მკვლელობის თუ თვითმკვლელობის იარაღზე. თავის ქალა ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანებული იქნება.

ცნობისთვის: ზვიად გამსახურდიას ცხედარს, თუკი ვიმსჯელებთ ძირითადი მოწმეების გადმოცემებით, არ აღენიშნებოდა არც სტანც-მარკა, არც ჯვარედინი ნახეთქი ჭრილობა, თუმცა სროლა ახლო მანძილიდან უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ტყვიის მიერ გაკვალული გზა (ანუ შემავალი ხვრელიდან გამომავალისკენ) იყო ზემოდან ქვემოთ და რამდენადმე წინიდან უკან. დანაშაულის ყველა კვალი და ნივთმტკიცება დაკარგულია ან შეგნებულადაა განადგურებული 1994 წლის იანვარშივე.

ასევე წმინდად ფსიქოლოგიური კუთხიდან უცნაურია, რატომ უნდა მოიკლას თავი ადამიანმა, თუკი მას კონკრეტული გეგმები გააჩნია და მათზე საჯაროდ საუბრობს", -წერს გამსახურდია.

"რუსთავი 2"- ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი გუშინ სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს