იჯდა თუ არა ვინმე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დროს მის ავტომანქანაში? - ნიკოლეიშვილი ახალი გარემოებებით დაინტერესდა

იჯდა თუ არა ვინმე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დროს მის ავტომანქანაში? - ნიკოლეიშვილი ახალი გარემოებებით დაინტერესდა

სამედიცინო ექსპერტიზამ დატოვა ორივე შესაძლებლობა, რომ დაზიანება, რომელიც მიბჯენითაა, შესაძლებელია მიყენებული იყოს საკუთარი ხელითაც და სხვისი ხელითაც, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა "პალიტრა TV"-ის ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" ჩართვისას განაცხადა.

"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას არ შეუძლია თქვას მკვლელობა-თვითმკვლელობა, მაგრამ შეუძლია თქვას, არის თუ არა ის მიდამო საკუთარი ხელის მოქმედების ზონაში. ეს არის მარჯვენა საფეთქლის მიდამო და რამდენადაც მე ვიკითხე, ეროსი კიწმარიშვილი ცაცია არ ყოფილა. ანუ ამ სამედიცინო ექსპერტიზამ დატოვა ორივე შესაძლებლობა, რომ დაზიანება, რომელიც მიბჯენით არის მიყენებული, შესაძლებელია მიყენებული იყოს საკუთარი ხელითაც და სხვისი ხელითაც", - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ეროსი კიწმარიშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება თავის არეში, ტრაექტორიით - მარჯვნიდან მარცხნივ, ოდნავ ქვევიდან ზევით.

"ასეთი ტრაექტორია აბსოლუტურად შესაძლებელია საკუთარი ხელით გასროლისას, ისევე, როგორც სხვა ადამიანის ხელით. ამიტომ აქ უნდა გამოიკვეთოს სხვა რამ - ავტომანქანის სალონში გვერდით მყოფი პიროვნება იყო თუ არა, სისხლის წვეთები და შხეფები, რომლებიც ეროსის მარჯვენა ხელზე აქვს, გრძელდება თუ არა გვერდით დასაჯდომზე და ა.შ. მთლიანად უნდა შეივსოს სურათი. ანუ თუ ეს სისხლის კვალი გრძელდება სალონში, ზუსტად იმ შხეფების სახით, რომელიც მას ხელზე ჰქონდა და მარაოსავით გაშლა იქნა, მაშინ გასაგები იქნება, რომ იქ არავინ იჯდა", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ