"ვის ეკუთვნის რეგიონული მედია?"

"ვის ეკუთვნის რეგიონული მედია?"

"ვის ეკუთვნის რეგიონული მედია?" - ასე ქვია კვლევას, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს. ანგარიში რეგიონული მედიასაშუალებების მფლობელობის, დაფინანსებისა და რესურსების საკითხებს განიხილავს.

"შეიძლება ითქვას, რომ მედია რეგიონში გამჭვირვალეა და მცირე გამონაკლისების გარდა, ამ დროისთვის რაიმე სახის დარღვევები არ არსებობს. არცერთი მედია საშუალება არ იმალება ოფშორული კომპანიების მიღმა. რეგიონული მედიის სექტორში მხოლოდ რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი ფიგურირებს. ძირითადად, 2012 წლამდე რამდენიმე მედიასაშუალება "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა საკუთრებაში არსებობდა. ანგარიში მედია საშულებების დაარსებიდან მიმდინარე წლის 30 აპრილის პერიოდს გულისხმობს, თუ ამ ხნის შემდეგ რაიმე ცვლილება განხორციელდა, ეს ანგარიშში აღნიშნული არ არის" - განაცხადა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მკვლევარმა ანა დაბრუნდაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა