კალიები სიღნაღის სოფლებში მოსავალს ანადგურებენ

კალიები სიღნაღის სოფლებში მოსავალს ანადგურებენ

სიღნაღის რაიონში კალიები მოსავალს ანადგურებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ქვემო მაჩხაანის მცხოვრებლებმა განუცხადეს, კალიამ რაიონში უკვე 10 000 ჰექტარზე მეტი მოსავალი გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, შესაბამის სამსახურებს მიმართეს, თუმცა პრობლემით არავინ დაინტერესებულა.

"მთელი სიღნაღის რაიონი სავსეა იტალიური კალიით. პირადად მე, კალიამ 9 ჰექტარზე ვენახი და მზესუმზირა გამინადგურა. ყურადღებას არავინ გვაქცევს. უნამუსოდ გამოდიან ტელევიზორში და იძახიან, კალიების კერები განადგურებულიაო. ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არავის გვაქცევს. სახლი და ყველაფერი ბანკში გვაქვს ჩადებული და მოსავალს ვერ ვიღებთ, რომ სესხი დავფაროთ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ქვემო მაჩხაანის მაცხოვრებელმა ზურაბ ქებაშვილმა.

მისივე თქმით, კალიის წინააღმდეგ ზომები დროულად თუ არ იქნება მიღებული, მოსახლეობა პროტესტის ნიშნად შიმშილობას დაიწყებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა