"ეროსის ცხოვრება ერთი დიდი დრამა იყო"

"ეროსის ცხოვრება ერთი დიდი დრამა იყო"

ყიფშიძის ქუჩაზე, ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან იკრიბებოდნენ მისი ახლობლები, მეგობრები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც კიწმარიშვილების ოჯახში მისასამძიმრებლად იმყოფებოდნენ.

პანაშვიდზე იმყოფებოდა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ყოფილი ლიდერი გიორგი თარგამაძე, გია გაჩეჩილაძე (უცნობი), მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელიც ყიფშიძის ქუჩაზე კიწმარიშვილის სახლთან გიორგი ნაზღაიძემ მიიყვანა.

გიორგი თარგამაძე იხსენებს, რომ ბოლო დროს რამდენჯერმე ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა ეროსი კიწმარიშვილთან და მისთვის დეპრესიულობა არასოდეს შეუმჩნევია.

"ეროსის ცხოვრება ერთი დიდი დრამა იყო, რომელიც სამწუხაროდ დასრულდა. შემიძლია სრული პასუხიმგებლობით გითხრათ, რომ ეს იყო სრული პასუხიმგებლობით და ენთუზიაზმით სავსე ადამიანი. როგორც წესი ამ ხასითის მქონე ადამიანები დეპრესიაში ადვილად არ ვარდებიან, მითუმეტეს  მსგავსი არაფერი შემიმჩნევია მე მისთვის" - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია