"უნდა მოკვდეს ადამიანი, რომ ყველა მის კეთილ მხარეებზე ალაპარაკდეს?" - ინგა გრიგოლია

"უნდა მოკვდეს ადამიანი, რომ ყველა მის კეთილ მხარეებზე ალაპარაკდეს?" - ინგა გრიგოლია

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. სავარაუდოდ, ტელეწამყვანს ამ პოსტის დაწერა "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებაში შექმნილმა განწყობამ აიძულა.

"არ ვფილოსოფოსობ... უკვე რამდენჯერმე ვიფიქრე ამაზე, როცა ძალიან მოკლე შუალედებით არცთუ ცოტა ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან ჩვენი ნაცნობ-მეგობრებიდან.... ეს ორი დღეა კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს ემოცია((((((( არც გამარჯვებები.... არც წარმატებები.... არც არაფერი ღირს ამქვეყნად, რასაც შეიძლება შეალიოს ადამიანმა საკუთარი ენერგია... სასიცოცხლო მუხტი... ჰაერი... გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად ბევრი სიყვარული გასცე და მიიღო... რა წარმავალია ყველაფერი.... დღეს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რატომ ვტკენთ ადამიანები ერთმანეთს და თუ შეცდომებს აქვს ადგილი, რატომ არ შეგვიძლია მიტევება(((( აუცილებლად უნდა მოკვდეს ადამიანი, რომ ყველა მის კეთილ მხარეებზე ალაპარაკდეს?????? (((((

აღარასოდეს არავის ვაწყენინებ.... აღარასოდეს აღარავის დავუძაბავ.... ყველამ მაპატიეთ, თუ მიწყენინებია.... არ ღირს ამ ცხოვრებაში არაფრად ეს სისულელეები.... ფბ-ლანძღვები, ჭორაობა... კრიტიკა... ლაფის შესხმა.... ხვალ შეიძლება თითოეულ ჩვენგანს გაუთვალისწინებელი დაემართოს.... მოკლედ.... არ შეიძლება ჯუნგლის კანონები", - წერს გრიგოლია", - წერს გრიგოლია.

სივდილის შემდეგ ადამიანის განდიდებასთან დაკავშირებით იგივე პოზიციას იზიარებს ტელეწამყვანი და კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია.

"ამ ქვეყანაში მაინც და მაინც ტრაგიკულად უნდა დაასრულო სიცოცხლე, რათა იმან, ვინც აქამდე გლანძღავდა, შეურაცხყოფას გაყენებდა, გემუქრებოდა, გწყევლიდა, სრულიად ურცხვად გაქოს და გადიდოს სიკვდილის შემდეგ. ეს არაა ნეკროფილია, რაღაც სხვა პათოლოგიაა - გლოვის გადაქცევა სცენად, სადაც ყველას უნდა აფოფხება და საერთო ფერხულში ჩაბმა. გარდაცვლილი ადამიანია ცოდვა, თორემ ძალიან სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი. ამიტომაა ალბათ აუცილებელი, როცა ვინმეს ვლანძღავთ, ერთი წამით დავფიქრდეთ როგორ შეიძლება შეგვრცხვეს ჩვენი სიტყვების", - წერს გვახარია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს