სიდედრთან ურთიერთობა - ამ ხელოვნებას სწავლა უნდა

სიდედრთან ურთიერთობა - ამ ხელოვნებას სწავლა უნდა

სიდედრი, წესით, მეორე დედაა. იღბლიანებისთვის მართლაც ასეა, მაგრამ რა ქნან მათ, ვისაც ნაკლებად გაუმართლა. იდეალურ შემთხვევაში ცოლის დედა შორს უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ ვაი, რომ ჩვენი ცხოვრება იდეალურისგან ბევრად შორსაა. წესით, ისევ ცოლ-ქმარმა უნდა გაუადვილოს მეორე ნახევრებს უფროს თაობასთან ურთიერთობა - ცოლებმა სიდედრებთან, ქმრებმა კი - დედამთილებთან უნდა გაუმაგრონ ზურგი ერთმანეთს.

სიძე-სიდედრი ერთმანეთისთვის სრულიად უცხონი არიან. ერთი რამ აქვთ საერთო - ერთი და იგივე ადამიანი უყვართ, შვილი და ცოლი. კონფლიქტის დროსაც სწორედ ეს "საერთო" ადამიანი ასრულებს ერთგვარი "ბუფერის" როლს. არ გირჩევთ, რომ გამოკვეთილად დააფიქსიროთ, ვის მხარეს ხართ. ჯობს ორივეს მისცეთ რჩევები, დედასაც და ქმარსაც, რომ ცოტა ხნით მაინც მოაგვარონ ურთიერთობები.

რჩევები სიდედრებს

•პატივი ეცით ქალიშვილის არჩევანს. მას ეს ადამიანი "უამრავი ნაკლის" მიუხედავად უყვარს.

•აკონტროლეთ ემოციები. ნაკლებად გამოიყენეთ ბრძანებითი ტონი, ნუ მისცემთ სიძე-ქალიშვილს შენიშვნებს, ჭკუას ნუ ასწავლით. თუ მათი დახმარება გინდათ, ეს ისე გააკეთეთ, რომ ახალგაზრდებმა არ იგრძნონ, რომ დამოკიდებულნი არიან თქვენზე.

• ნუ განსჯით სხვებს. თქვენი სიძე სხვა ოჯახში გაიზარდა, სხვა პრინციპებითა და იდეალებით. ნუ დააკნინებთ მის ცხოვრების წესსა და არჩევანს. თუ ფიქრობთ, რომ მასზე მეტი გესმით, ეს ტაქტიანი ქცევით დაუმტკიცეთ.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს