5 გზა თქვენი ურთიერთობის გასაძლიერებლად

5 გზა თქვენი ურთიერთობის გასაძლიერებლად

1. იყვით მეგობრები

ყველა ჯანსაღი ურთიერთობა დაფუძნებული უნდა იყოს მეგობრობაზე. შენ პარტნიორს მოექეცი ისევე კეთილად, პატივისცემით და ღირსეულად, როგორც ახლო მეგობარს. არ მიცეთ უფლება არც საკუთარ თავს და არც მას, რომ ერთმანეთისადმი უხეში და უპატივცემულო დამოკიდებულება გამოავლინოთ.

2. ხშირი ფიზიკური სიახლოვე

ფიზიკური ინტიმი არის ბუნებრივი და ჯანსაღი ურთიერთობის ნაწილი. რთული დღის შემდეგ, როდესაც ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გეგმავდით, დატოვეთ ჭურჭელი გაურეცხავი, გამორთეთ ლეპტოპი და უბრალოდ, დაკავდით სექსით.

3. იჩხუბეთ ხარისხიანად

რადგანაც უთანხმოება და კამათი გარდაუვალია, საკითხი უნდა დადგეს არა იმაზე, თუ რატომ ჩხუბობთ, არამედ როგორ ჩხუბობთ. როდესაც რაიმეში არ ეთანხმებით ერთმანეთს, ეცადეთ მალევე ამოწუროთ საკითხი. არასოდეს შეინახოთ წყენა და არ ამოანთხიოთ რამდენიმე კვირის შემდეგ. ყველა პატარა პრობლემის შესახებაც კი გაუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები.

4. გამოხატეთ გრძნობები

რაიმე კარგის და სიყვარულის გამომხატველი სიტყვების თქმა პარტნიორისთვის ყოველდღიურ ჩვევად უნდა აქციოთ. გააგებინეთ მას, რამდენად აფასებთ და ბედნიერი ხართ, რომ თქვენს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არსებობს.

5. ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა

თუ იქნებით კარგი მსმენელი, თქვენი პარტნიორი მიხვდება, რომ მისი აზრები და გრძნობები თქვენთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, ის უფრო მეტის გაზიარებას დაიწყებს თქვენთან. ნუ განსჯით მის მონაყოლს, მოუსმინეთ ყურადღებით და აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ ნებისმიერ სიტუაციაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს