მთვრალმა დედამ სამი შვილი აალებულ სახლში დატოვა

მთვრალმა დედამ სამი შვილი აალებულ სახლში დატოვა

რუსეთში კიდევ ერთი საზარელი შემთხვევა მოხდა. სამი ბავშვი დაიწვა სახლში, მთვრალმა დედამ კი მოასწრო სახლიდან გამოსვლა და თავს უშველა.

37 წლის ნატალია თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად ხელის მოწერას აღნიშნავდა. სახლში ამ დროს მათი სამი შვილი იყო – 3 წლის ვიტია, 2 წლის ნატაშა და სამი თვის კატია. საღამოს კაცი სამსახურში წავიდა, ქალმა კი სმა გააგრძელა – ამჯერად, მეგობარ ქალთან ერთად.

ღამის ორ საათზე ნატალიამ მეზობელთან მიირბინა: "ჩქარა, სახანძრო გამოიძახე, ვიწვით!"

როგორც მეზობელი იხსენებს, ნატალიაც მთვრალი იყო და მისი მეგობარი ქალიც. ისინი მაშინვე გარეთ გამოვარდნილან, არც უფიქრიათ, ბავშვები გამოეყვანათ. როცა უკან მიბრუნდნენ და ისევ სცადეს სახლში შესვლა, ბავშვების ხსნა უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა - სახანძროს მოსვლის დროს სამივე ბავშვი დაღუპული იყო...

იხილეთ გაგრძელება

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია