ნანა ნებიერიძე ოქროს თევზს ელაპარაკება

ნანა ნებიერიძე ოქროს თევზს ელაპარაკება

მოცურავე ნანა ნებიერიძე ქართველმა საზოგადოებამ პროექტიდან ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' გაიცნო. მას მერე ეს მშვენიერი ქალბატონი არაერთ ტელეშოუში მიიწვიეს. გავიცანით მისი ქალიშვილი ნინა, მისი ძაღლი მაილოც. მაილო ახლა უკვე სამი შვილის დედაა. ნანა ჩვენთან ინტერვიუში კატაზე, ზღვის გოჭსა და მაილოზე დაწვრილებით გიამბობთ.

- ბავშვობიდან ცხოველებთან ერთად ვიზრდებოდი. მგონი, ყველა ცხოველი და ფრინველი მყავდა სახლში: კუ, კატა, თევზები, დეკორატიული ქათმები, ჩიტები, ზღვის გოჭი. ძალიან მიყვარს ცხოველები. ეზოიანი სახლი გვაქვს და იყო ამის შესაძლებლობა. ჩვენს მშობლებს ოთხი შვილი ჰყავდათ მუდმივად: მე, ჩემი და, ჩემი ძმა და ძაღლი. მამაჩემი ძაღლების ფანია. მთელი ჩემი ბავშვობა სახლში გერმანული ნაგაზები გვყავდა. მერე ზოგი სიბერით მოკვდა, ზოგი - ავადმყოფობით. ძაღლი ჩვენს სახლში ჩვეულებრივი ოჯახის წევრია, ოჯახის დანარჩენი წევრებისგან არაფრით გამოვარჩევთ.

- სულ რამდენი ძაღლი გყავდა?

- უი, არ ვიცი, ბევრი, არც დამითვლია. ერთი ''ტიგროვი ბოქსიორი'' მყავდა, დანარჩენი - სულ გერმანული ნაგაზები. ორი წლის წინ მაილო მაჩუქეს. მას მერე ერთად ვართ და მასზე ვგიჟდები. მას უფრო დედაჩემი უყვარს, რადგან მეტი დრო აქვს მოსავლელად. დედაჩემიც გიჟდება მაილოზე. ახლა, რომ მომყავდა, მეხვეწებოდა, მალე მომიყვანეო.

- რა ჯიშია?

- ''ჯეკ-რასერ-ტერიერი''. მილიონპროცენტიანი პოზიტივი მოაქვს ოჯახში. როგორი პრობლემაც უნდა გქონდეს, ყველაფერს გავიწყებს.

- მაილო ფილმიდან ''ნიღაბი'' დაარქვი?

- ჰო, მიუხედავად იმისა, რომ იმ ფილმში მაილო ცოტა დიდია და თან ბიჭია, მაინც ეს სახელი დავარქვი ჩემს გოგოს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ''ჯეკ-რასერ-ტეიერი'' ყველა მაილოა (იღიმება).

- ვინ გაჩუქა მაილო?

- ახლობელმა მაჩუქა დაბადების დღეზე. მაშინ უკვე არ გვყავდა ძაღლი. თან ჩემი და იმ პერიოდში ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად და ოჯახში დავცოტავდით. თუმცა, მაილო ჩემი და კი არა, ჩემი შვილია. ვცდილობ, თავისუფალი დრო რომ მაქვს, მასთან ერთად გავატარო. თვალებში რომ შევხედავ, ვიცი, რა აწუხებს, რა სტკივა, რატომ არ არის ხასიათზე. გამოუძინებელია თუ არა. ამას წინათ შევატყვე, ვერ იყო ხასიათზე, დედაჩემს ვკითხე, წუხელ ცუდად ეძინა-მეთქი და დამეთანხმა, გვიანობამდე კომპიუტერთან ვიჯექი და უჩემოდ არ დაიძინაო. მაილოს დედაჩემის საწოლში სძინავს. დედას თუ ღვიძავს, არც ეს იძინებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება