გიორგი მარგველაშვილმა 280 პატიმარი შეიწყალა

გიორგი მარგველაშვილმა 280 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 280 პატიმარი შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით პატარაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.

რაც შეეხება კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებს, ამ საკითხზე უშუალოდ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, 280 შეწყალებულიდან 8 ქალი, 10 არასრულწლოვანია.

"შეწყალების კომისიამ სულ 2743 საქმე განიხილა. ეს არის განცხადებები, რომელიც პრეზიდენტის სახელზე იყო შემოსული. მათგან 1228 განცხადება სრულად აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომელიც განსაზღვრულია შეწყალების კომისიის დებულებით. შეწყალებულია 280 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალია, 10 არასრულწლოვანი. 280 მსჯავრდებულიდან სულ 169 პატიმარი გათავისუფლდება საპატიმრო დაწესებულებიდან, რომელთაგან 5 ქალი, 4 კი არასრულწლოვანია. დანარჩენ 111 მსჯავრდებულს შეწყალების აქტით შეეცვალა სასჯელი – ზოგს გაუნახევრდა, ზოგს მესამედი ჩამოაკლდა. 111 მსჯავრდებულს შორის 5 ქალი, 6 არასრულწლივანია", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა