რატომ ასაიდუმლოებენ კიწმარიშვილის საქმის ახალ დეტალებს - "გამოძიება საკმაოდ ჩაკეტილია"

რატომ ასაიდუმლოებენ კიწმარიშვილის საქმის ახალ დეტალებს - "გამოძიება საკმაოდ ჩაკეტილია"

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ამ საქმის გამოძიების მსვლელობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არაფერია. დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში ოჯახის ინიციატივით ჩაერთო, Ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არც მაქვს აქვს.

ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი კი ამბობს, რომ შედეგებზე, თუ რა დასკვნები დაიდო ექსპერტიზის და დნმ-ის ანალიზის შემდეგ, გამოძიება დუმს.

- ქალბატონო მაია, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებიდან ხომ არ არის რაიმე ახალი ცნობილი?

- ახალი არაფერი ვიცი. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მე რამდენადაც ვიცი, ზურაბი, მისი ძმა ამბობს, რომ თითქოს იმ კვირაში რაღაც გვექნება.

- რატომ ხდება ამ მასალების გასაიდუმლოება?

- გამოძიების დასკვნები არც აქამდე ყოფილა ხელმისაწვდომი. როდის ყოფილა, რომ დასკვნები გვინახავს? რამდენი წელია მსგავსი არაფერი მომხდრა. ამ საქმეში გაიხსნა რაღაც, დასაწყისში, თუმცა დასკვნები არ გვინახავს. დღევანდელი ძალიან ცუდი საპროცესო კოდექსით, არავითარი ვალდებულება გამოძიებას არ აქვს, რომ დასკვნები გვაჩვენოს. ერთადერთი ვარიანტი არის კეთილი ნება. ჩვენ ველოდებით კეთილ ნებას.

- დნმ-ის ექსპერტიზის პასუხები თუ არის ცნობილი?

- მე უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია დნმ-ის არსებობის აღმოჩენა ლულაზე, როგორც ექსპერტის აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ამან გადამწყვეტი როლი ითამაშოს მიმართულების მიცემაში. ამ დროში ეს დასკვნები მზადდება ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ ეს პასუხები უკვე უნდა იყოს. თავის დროზე ყველაფერი ძალიან მალე დაიწყო, ყველა მასალის შეგროვება, ყველა ექსპრეტიზის დანიშვნა ძალიან ოპერატიულად მოხდა. თავიდან ჩვენი ყველა თხოვნა გაითვალისწინეს, არაფერი წინააღმდეგობა არ ყოფილა, თუმცა დასკვნები არ გვინახავს.

- რატომ არ უნდა ასაჯაროებდნენ დასკვნებს, რიამე მიზეზები შეიძლება ჰქონდეთ?

- ორი ვარიანტია – ორივე თანაბრად შეიძლება განვიხლოთ. როდესაც არ უნდათ, რომ რაღაც ცხადი გახდეს, ძალიან ხშირად საქმე ჩაკეტილია ხოლმე. მეორე არის ის, რომ შეიძლება მუშაობენ, რაღაც გამოიკვეთა და სწორედ ამიტომ დახურეს, ორივეს თანაბარი არსებობის უფლება აქვს. მე პირადად, ჯერჯერობით უფრო მეორისკენ ვიხრები. შეიძლება რაღაც ვერსია არის გამოკვეთილი. ოჯახის მხრიდან გამოძიების მიმართ რაიმე ეჭვი არ გამოთქმულა. მე პირადპირი კომუნიკაცია არ მაქვს, გაშუალედებულია ბატონი ზურაბის მეშვეობით.

- მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ეს შეკითხვა აქტუალურია... თქვენ, როგორც ექსპერტი, რომელი ვერსიისკენ იხრებით?

- ჩემი შინაგანი განწყობა არ უნდა იყოს სიანტერესო, მე რომ უბრალო ექსპერტი ვიყო, რომელიც აფასებს მოვლენებს განწყობებით, ვისაუბრებდი, მაგრამ უბრალოდ, ჩემგან არასერიოზულია მტკიცებულებების გარეშე საუბარი. შინაგანი განწყობა რა თქმა უნდა, მაქვს, რომ აქ საკუთარი ხელით დაზიანების მიყენების ძალიან, ძალიან ცოტა შანსია. სანამ მტკიცებულებები არ იქნება, ჩემი მხრიდან არასერიოზულია საუბარი. სასამართლო მედიცინაში არსებობს ისეთი გამონაკლისები, რომ შეიძლება გაოგნდე ადამიანი. სანამ არ იქნება დასკვნები, მე თავს შევიკავებ, რომ ვთქვა რაიმე ჩემი განწყობების დონეზე. ვცდილობ, ვიყო არგუმენტირებული. მაქვს ჩემი განწყობა, მაგრამ ჯობია არგუმენტირებული იყო. კითხვის ნიშნები იყო, კიდევ რჩება, ერთი ნამცეცი არ მომატებია, დრო კი გავიდა, მაგრამ არაფერი შემატებია საქმეს.

Ambebi.ge ასევე ესაუბრა ეროსი კიწმარიშვილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილს. მისი თქმით, ამ დროისთვის მისთვის არაფერი ახალი არ არის ცნობილი.

"ამ დასკვნების შესახებ ექპერტიზები ჩატარდა, უშუალოდ პროცესში მეც ვმონაწილეობდი, ის დასკვნები, თუ რა დაიწერა, ჩემთვის უცნობია. გამოძიება ამ მხრივ არის საკმაოდ ჩაკეტილი ჩემთვისაც და პრესისთვისაც. სხვა მეტი საინტერესო არაფერია", - აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მან ასევე გვითხრა, რომ ოჯახის წევრებს სურთ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.

"ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი შემთხვევის ადგილზე და ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონსულტაციები შსს-სთან, რომ მათ მობილიზება გაუკეთონ გარკვეულ ტექნიკურ საშუალებებს, რომელიც საჭიროა ამისთვის. თეორიულად ვიცით, რა გვინდა, მაგრამ პრაქტიკულად როგორ განვახორციელოთ, ამის გარკვევის ეტაპზე ვართ", - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილია ძმამ.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია