"ნინო ბურჯანაძე დასაჭერი იყო" - მიხეილ სააკაშვილი

"ნინო ბურჯანაძე დასაჭერი იყო" -  მიხეილ სააკაშვილი

ნინო ბურჯანაძე დასაჭერი იყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა.

ამის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს არ გააკეთეს, რადგან საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებიც უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, შურისძიება "გზა არ არის".

"ჩვენ რატომ არასდროს არ დაგვიპატიმრებია პოლიტიკური ლიდერი? იმიტომ კი არა, რომ კარგი ხალხი იყო – ბურჯანაძე იყო დასაჭერი რომ გავყოლოდით იმას, რომ ის და ნოღაიდელი მტერთან პირდაპირ თანამშრომლობდნენ, მაგრამ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომის, არეულობების, შეტაკებების, სისხლისღვრის ჭრილობა იყო ახალი, ჩვენ არ გვქონდა ასეთი დამახინჯებული მენტალიტეტისა და პირდაპირ ვიტყვი, მტრულად განწყობილი ელემენტების დაჭერის ფუფუნება. ინგლისში და ამერიკაში ასეთ ხალხს მაშინვე დაიჭერდნენ, მაგრამ ჩვენისთანა ქვეყანაში შურისძიება არაა სწორი. შურისძიება არაა გზა ჩვენ იმდენი გამოწვევა გვაქვს", – განაცხადა სააკაშვილმა.

თემის ყველა მნიშნველოვანი დეტალისა და მომდევნო განახლებების სანახავად გამოიყენეთ თეგი #სააკაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა